განქორწინება მეუღლეებს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველზე ხორციელდება, რომლის რეგისტრაცია სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალსა და იუსტიციის სახლშია შესაძლებელი..
განქორწინება ხდება როგორც მეუღლეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ასევე, ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე თუ: არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.










