ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა. მოჭადრაკის ინტერესებს იურიდიული ფირმა BLB-ი იცავს.
სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ნონა გაფრინდავილის ადვოკატებსა და Netflix-ის წარმომადგენლობას შორის არაერთი მოლაპარაკება წარიმართა.
„პირდაპირ სასამართლოში მისვლა არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მივმართეთ Netflix-ს. არაერთხელ ჰქონდა სატელეფონო საუბარი ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. გავაგზავნეთ ოფიციალური მიმართა და ვთხოვეთ, რომ რაიმე სახით გამოესწორებინა ეს ზიანი, რაც მან ნონას მიაყენა ამ სერიალში.
პირველი წერილი არ იყო აროგანტული. მაგრამ მას შემდეგ რაც ოქროს გლობუსის ცერემონიალი დამთვრდაNetflix-ის ამ სერიალმა მიიღო, ცოტახანში ძალიან აროგანტული წერილი მოგვწერეს და გვითხრეს, რომ არ აპირებდნენ ბოდიშის მოხდას და არც ამ ფრაზის ამოღებას სერიიდან და ასე დაამთვრეს საუბარი ჩვენთან.
მას შემდეგ დავიწყეთ სარჩელზე მუშაობა“, – ამბობს ადვოკატი რუსუდან მაისურაძე „ფორმულასთან“.










