LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული – დოქტორი ფაუჩი

რა წერია ფაუჩის სკანდალურ მიმოწერებში კოვიდ19-ზე

დაპოსტა 2021/06/05-ში
A A
118
ნახვა
გაზიარება

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში – ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები

კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მოქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მუ­შა­ო­ბენ იმ თე­ო­რი­ა­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­სად­გე­ნად 90 დღე მის­ცა.

 

ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე, აშშ-ში, მე­დი­ა­ში ქვეყ­ნის მთა­ვარ ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ავ­ლენს იმას, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მას კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე.

გა­მოქ­ვეყ­ნდა ათა­სო­ბით “იმე­ი­ლი”, ფა­უ­ჩის პი­რა­დი მი­მო­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ლენს იმ შეშ­ფო­თე­ბა­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბას, რაც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში იყო.

ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, 80 წლის ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი, რომ­ლის კა­რი­ე­რაც მო­ი­ცავს აშშ-ის შვიდ პრე­ზი­დენ­ტთან მუ­შა­ო­ბას, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლი­სა და პან­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის სახე გახ­და. პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა რო­გორც დი­დე­ბის, ასე­ვე სას­ტი­კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა მო­ი­პო­ვეს ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 3 000-გვერ­დი­ა­ნია და რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით.

 

ამ მე­ი­ლებ­ში ასა­ხუ­ლია ფა­უ­ჩის სა­უბ­რე­ბი სხვა­დას­ხვა წრე­ებ­თან და ასე­ვე ჩანს მისი ურ­თი­ერ­თო­ბა აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რო­გორც აშშ-ის მას­შტა­ბით, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, მე­დი­ას­თან, ვარ­სკვლა­ვებ­თან და სხვა ამე­რი­კე­ლებ­თან.

 

რას ვკი­თხუ­ლობთ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში?

თე­ო­რია ვირუ­სის უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ:

 

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ექი­მი ფა­უ­ჩი და მისი კო­ლე­გე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღე­ბენ თე­ო­რი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა.

 

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს თე­ო­რია ექ­სპერ­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარ­ყო. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი მას “უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დო” უწო­და, რად­გა­ნაც რო­გორც აღ­ნიშ­ნავ­დნენ, არა­ნა­ი­რი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ Email-ებში არის ასე­ვე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის იან­ვარ­ში ფა­უ­ჩიმ ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლე­სი ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის­გან მი­ი­ღო. მას­ში სა­უ­ბა­რია ვირუ­სის “უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე” და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ ვირუ­სი არის “შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.” ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში წერს, რომ მას ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, რომ ის არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­იშ­ვა. ასე­ვე თქვა, რომ მხარს და­უ­ჭერს გა­მო­ძი­ე­ბას.

 

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი პირ­ბა­დის შე­სა­ხებ

2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფა­უ­ჩი აშშ-ის ჯან­დაც­ვის ყო­ფილ მდი­ვანს სწერს: “პირ­ბა­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი მათ­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ვიდ­რე და­იც­ვას არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვირუ­სის­გან.“

 

რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ფა­უ­ჩის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას?

მე­დი­ა­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მათ შო­რის არი­ან კონ­სერ­ვა­ტო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ფა­უ­ჩის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს.

 

ლი­ბე­რა­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­უ­ჩის მი­მო­წე­რე­ბი არა­ფერს ამ­ტკი­ცებს გარ­და იმი­სა, რომ ის მოქ­მე­დებ­და იმ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­ზე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

 

შე­ფა­სე­ბა

რო­გორც BBC წერს, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ბო­როტ­მოქ­მე­დია. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­უ­ჩი ვირუ­სის შე­სა­ხებ გა­დას­ცემს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ მო­საზ­რე­ბებს. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი თვლი­ან, რომ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი უხ­ვევს მეც­ნი­ე­რე­ბის გზი­დან. ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტრამ­პის პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი­საც უკავ­შირ­დე­ბა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე რთულ დღე­ებ­შიც კი, რად­გა­ნაც თვლიდ­ნენ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და.

რო­გორც BBC წერს, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მა­სა­ლე­ბი გა­ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ფა­უ­ჩიმ მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა აზრი ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ისე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გა­ნაც ვირუ­სის შე­სა­ხებ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა.

 

მა­გა­ლი­თად, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ის ამ­ბობ­და, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პირ­ბა­დე სა­ჭი­რო არ იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ პირ­ბა­დე ეტა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ეს არ არის გა­საკ­ვი­რი, ვი­ნა­ი­დან 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია იყო.

 

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ლი­ბე­რა­ლე­ბის­თვის ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი გმი­რია. მისი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კი ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ მან შე­იც­ვა­ლა აზრი იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნდა გა­ა­კე­თონ ადა­მი­ა­ნებ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და აზ­რის ცვლი­ლე­ბა მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

Ambebi.ge BBC-ის მიხედვით

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"