LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კანონო მშენებლობის გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 25-ჯერ დაჯარიმდა

რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას

დაპოსტა 2020/05/23-ში
A A
715
ნახვა
გაზიარება

რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან, რას უნდა ითვალისწინებდეს გადაუხდელი ჯარიმების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო და რა ვადებში ხდება ჯარიმის გადახდა ან გასაჩივრება?

ამ კითხვებით „პრაიმტაიმმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს შორენა ლოლაძეს მიმართა.

მისი თქმით, ჯარიმის გასაჩივრების ვადა ათი დღით, ხოლო გადახდის პერიოდი 30 დღითაა განსაზღვრული.

ჯარიმის გადახდას არ ექვემდებარებიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირები.

„საკარანტინო რეჟიმის გამო, დისტანციურად ვმუშაობთ და ამდენად, მომართვიანობის შესახებ ზუსტ სტატისტიკას ვერ დავასახელებ,

მაგრამ დაახლოებით, რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ უკვე კონსულტაციის მიღების მიზნით, მოგვმართა.

მათ შორის არიან ისეთები, ვისაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვთ. არგუმენტები ძირითადად გადამხდელუნარიანობას ეხება.

ზოგიერთი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ზოგიერი აცხადებს, რომ პანდემიის გამო, სამუშაო დაკარგა და შესაბამისად, ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვთ.

მომართვიანობის დროს, იყო ერთი შემთხვევა, როცა მოქალაქე იმის გამო დააჯარიმეს, რომ მარტოხელა მეზობელი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.

ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების გამო, ეს ადამინი გარეთ გამოვიდა და  სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რომელსაც პატრული მოყვა და ეს პირი დააჯარიმეს.

ამგვარი აბსურდთან მიახლოებული შემთხვევაც არის.

არის დაჯარიმებული პირი, რომელიც კომენდანტის საათის ამოქმედებიდან ორი წუთის დაგვიანების გამო, ჯარიმა გამოუწერეს.

– რა ვადა ეძლევათ დაჯარიმებულ პირებს ჯარიმის გადახდისა და გასაჩივრებისთვის?

– დღეიდან განახლდა ჯარიმის გასაჩივრების 10 დღიანი ვადა. ამ პერიოდში ადამიანებმა, რომლებიც ჯარიმას არ ეთანხმებიან, უნდა გაასაჩივრონ.

განხილვის პერიოდში ჯარიმის გადახდის ვადა შეჩერებულად ითვლება. ისინი, ვინც არ აპირებენ გასაჩივრებას, მათ ეძლევათ 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახადისთვის.

– დაერიცხებათ თუ არა და რა ოდენობით საურავები, ვინც ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს?

– მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემდეგი განმარტება ჩვენი ხედვაა და არ გვსურს, ადამიანები შეცდომაში შევიყვანოთ.

მიგვაჩნია, რომ დაჯარიმებულ პირებს საურავები არ დაერიცხებათ, რადგან სამართალდარღვევათა კოდექსი ამ ტიპის ჯარიმებს არ ითვალისწინებს.

საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმება მოხდა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, სადაც ჩანაწერის სახით საურავზე არაფერია ნათქვამი. ამიტომ, დაჯარიმებულ პირებს საურავი არ უნდა დაერიცხოთ.

– გადაუხდელობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პირების ქონება დაყადაღებას ექვემდებარება?

– ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მათი ქონება დაყადაღებას არ ექვემდებარება.

– რამდენად შესაძლებელია იმ ადამიანების გათავისუფლება ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან, რომლებსაც საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული ხელფასი აქვთ?

– პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როცა საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული შემოსავალი აღმასრულებელს დაუყადაღებია.

წესით, საარსებო მინიმუმის თანხა ხელშეუხებლად უნდა დარჩეს კონკრეტული პირისთვის ხელმისაწვდომი.

არის შემთხვევები, როცა დასაქმებულ მოქალაქეს მზრუნველობაში ჰყავს შრომის უუნარო მშობლები ან არასრულწლოვანი შვილები და მათი საარსებო მინიმუმი უნდა ანგარიშდებოდეს, თუმცა ასეთი პრაქტიკა არ არსებობს.

– დაჯარიმებული პირების უმრავლესობა რა სახის სამართალდარღვევის ფაქტებზე საუბრობენ?

– ფიზიკური პირები ძირითადად, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.

ხოლო ინდ. მეწარმეები და პატარა მაღაზიები წესების დარღვევაზე: ხელთათმანის გარეშე ფულთან შეხება, პირბადის გარეშე მაღაზიაში მყიდველის შეშვება და ა.შ.

შეგახსენებთ, დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი გაუქმდა.

 

primetime.ge

გაზიარება329

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა 

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების შენობებში გახსნი საგამოცდო ცენტრებში დღეს დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაწიყო. მეორე სესიაზე აბიტურიებტი 3 საათზე შევიდნენ.  2026...

დაწვრილებითDetails

თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა” – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, პატარას ეპილეფსია აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება : "ჩემი მარიამი მიმყავს თურქეთში მარიამს აქვს უმძიმესი დიაგნოზები: ეპილეფსია (ვესტის სინდრომი), თავის ტვინისა და მხედველობის ნერვის...

დაწვრილებითDetails

კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
მთავარი

ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი. შემთხვევა  21 ივნისს მოხდა "მიმი კაზალიკაშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი. უკვე დაკრძალეს ეს საცოდავი გოგო, რომელის დაახლოებით 50 წლის იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"