LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩემი სახლი არის გაგლეჯილი შუაზე – ჭიათურაში ორი საპროტესტო აქცია იმართება

რა შეთანხმება გაფორმდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის

დაპოსტა 2021/04/28-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება გაფორმდება.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება დღეს „ჯორჯიან მანგანეზის ოფისში გაფორმდება.

„ხელი მოეწერება შეთანხმებას მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. საუბარია მაღაროელების გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელმოწერილ დასტურზე, რომ პროფკავშირმა ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ შემოთავაზებებს მხარი ოფიციალურად დაუჭიროს. მაღაროელების თანხმობის გამოხატვა პროფკავშირმა ითხოვა და მისი მიზანია ადმინისტრაციასთან შეთანხმება ოფიციალურად მას შემდეგ გაფორმდეს, რაც მაღაროელები წინადადებებს დათანხმდებიან.

აქვე აღსანიშნავია, რომ შეთანხმების წინადადება პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის ხანგრძლივი კონსულტაციების და მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა. კოლექტიურ დავაში, რომელიც 2021 წლის 1 აპრილს დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორიც იყო ჩართული. ასევე მედიატორის გარეშე გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში, დავის საგანთან – დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატება-ინდექსაციის საკითხზე, კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის გამართული მრავალჯერადი და ინტენსიური შეხვედრა-მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

2021 წლის 1-ლი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).

დასაქმებულებს, წელიწადში ოთხჯერ – შობის დღესთან, აღდგომის დღესთან, სამთოელის დღესთან და გიორგობის დღესთან (23 ნოემბერი) დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.

2021 წლის 1-ლი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).

წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.

უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს, რომლითაც დარეგულირდება როგორც კომპანიის, ასევე პროფკავშირის და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვა საკითხები, რომელიც აუცილებელია მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და პარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვის.

მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარე შეთანხმება გახდება მისი განუყოფელი ნაწილი.

წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდეს მასზე ხელმოწერის მომენტიდანვე“, – აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეთა შორის წარმოშობილი კოლექტიური დავის საფუძველი ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.

„საწვავზე და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, რაც დასაქმებულთა გაღარიბებას იწვევს. წინამდებარე შეთანხმებით ჭიათურელი მაღაროელების სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები კომპანიის მხრიდან შესაძლებლობის მაქსიმუმია და ეს ცხადყო მძიმე და ინტერნსიური მოლაპარაკებების პროცესმა, რომელიც მიმდინარეობდა 24 საათიან რეჟიმში და როგორც შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ასევე დარგობრივი და ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლების მიერ, კოლოსალური ძალისხმევა იქნა გაწეული შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

წარმატებული ზაფხული – ცნობილია აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) აგვისტო ენერგიული და მოქმედებით სავსე თვე იქნება. სამსახურში ან პირად პროექტებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა
მთავარი

ზაფხულში მადის დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სეზონზე ბავშვს შედარებით მსუბუქი კვება სჭირდება. ეს გულისხმობს მარცვლეულს, ხილს და ბოსტნეულს, ასევე კვერცხს, ფრინველს და თევზს, რაც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით და ფერმენტირებული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის დაიწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესი სასწავლებლები ეტაპობრივად აქვეყნებენ ახალ აკადემიურ კალენდრებს. აკადემიურ კალენდარში მითითებულია რეგისტრაციის, სასწავლო პროცესისა და გამოცდების ზუსტი თარიღები. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ყველა უნივერსიტეტში...

დაწვრილებითDetails

კოღოებისა და ტკიპების სეზონი გრძელდება – რა უნდა ვიცოდეთ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხულის პერიოდში კოღოებისა და ტკიპების აქტივობა განსაკუთრებით იზრდება, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მწერებისა და ტკიპების ნაკბენი უმეტეს შემთხვევაში სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი. თავდაპირველად, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენების წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენების წარმატება
მთავარი

ტაეკვონდოში ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც 8 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის 22-მა სპორტსმენმა. შედეგები: 4 ოქროს მედალი 6 ვერცხლის მედალი 3 ბრინჯაოს მედალი...

დაწვრილებითDetails

ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსეთის დავალებით, ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი – გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი. შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის ის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი, - ამის...

დაწვრილებითDetails

შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს – ირაკლი ფავლენიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი
მთავარი

აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს აწყობს და მის მიერ არის წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე...

დაწვრილებითDetails

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"