ხუთშაბათიდან, 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში კიდევ 2 შეზღუდვა მოიხსნება.
საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, 1-ლი აპრილიდან:
რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს;
ასევე გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.