საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.
Wizair-ზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიაში, დორტმუნდის აეროპორტის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 17 ივნისს 1 615,13 ₾ ლარს შეადგენს, ხოლო თუ მატჩამდე რამდენი დღით ადრე გადაწყვეტთ წასვლას, 14 ივნისის რეისზე ბილეთის ფასი დღეის მონაცემებით 609 ლარია.
რაც შეეხება უკანა მიმართულების გზას, დორტმუნდი-ქუთაისის ავიაბილეთის ღირებულება 21 ივნისს 1 449 ლარია.
ქუთაისის-დორტმუნდის რეისი კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარაკევს სრულდება.
ცნობისთის, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.










