LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეორე დღეა ეძებენ (+ფოტო)

რა უქნეს შაქარას? – რა მიმოწერა ჰქონდათ ანი გაბეჩავასა და მის მეგობრებს

დაპოსტა 2020/07/23-ში
A A
316
ნახვა
გაზიარება

გიორგი შაქარაშვილის საქმის თაობაზე დღეს საგამოძიებო უწყებაში იუბილარს, ანი გაბეჩავას ელოდებიან. მან უნდა დაასახელოს გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში ნაჩვენები მეგობრები.

პარალელურად, ანი გაბეჩავა გამოძიებისთვის საინტერესო გახდა სოციალურ ქსელში მიმოწერითაც, სადაც იქ ნაძალადეველ მეგობრებს ესაუბრება. “კურიერი” გთავაზობთ მიმოწერას, რომელიც შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია და სადაც იუბილარი ფოტოგრაფს, იაკობ ბრეგვაძეს ინციდენტის თაობაზე კითხვებს უსვამს.

იაკობ ბრეგვაძე: მე გვერდზე გავიქეცი, ღობეზე გადავხტი და შენობაში ვიყავი, მშენებარეში.

ანი გაბეჩავა: გალახეს თუ რა უქნეს შაქარას?

იაკობ ბრეგვაძე: ზუსტად ყველაფერი არ ვიცი, მე არავინ მომდევდა.

ანი გაბეჩავა: პოლიცია გამოიძახე? არ დაგინახავს შაქარა?

იაკობ ბრეგვაძე: ეგრევე გამოვიძახე და არ მოვიდა, არ დამინახავს. ხიდზე გარბოდა 3 ტიპი და 2 თუ 3 ტიპი მისდევდა, არ ვიცი სახელები და არც ის ვიცი, ვინ სად წავიდა, ნომრებიც ვერ გავარკვიე, რომ დამერეკა და მენახა.

ანი გაბეჩავა: ერთად ხო იყავით იმ მომენტში, სად გაქრა?

იაკობ ბრეგვაძე: არ ვიცი, გოგო. ყველა ერთ მხარეს გაიქცა, ეგ დავინახე მე.

ანი გაბეჩავა: რამდენი მანქანით იყვნენ?

იაკობ ბრეგვაძე: ერთი, თეთრი მერსედესი იყო, ორჯერ მოვიდნენ.

ანი გაბეჩავა: ათ წუთში მეორე მანქანაც მოსულაო და არ დაგინახავს? სხვები ამბობენ ორი მანქანით იყვნენ და გვცემესო.

იაკობ ბრეგვაძე: შეიძლება, ანუ, მერსედესი იყო ორივე მაშინ, ერთი თეთრი უეჭველი მახსოვს. თავიდან რომ გააჩერეს, შავი იყო, იმენა უეჭველი და მეორე მოსვლაზე თეთრი. არ ვიყურებოდი, რომ გამეხედა, დამინახავდნენ.

“კურიერი” გთავაზობთ ანი გაბეჩავასა და არასრულწლოვანის, ნ.ხ-ს მიმოწერასაც. არასრულწლოვანი ნ.ხ. დაკავებული არ არის. ის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა და ამ დღეების განმავლობაში გამოკითხვაზე დადიოდა.

მიმოწერაში გაბეჩავა და ნ.ხ. საქმის ახალ ფიგურანტს, ვინმე ჩქარეულს ახსენებენ. ირკვევა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც ვახტანგ ჩიქოვანი, ასევე ჩქარეული.

ანი გაბეჩავა: ჩიქოვანი რატომ იყო ჩემ დაბადების დღეზე, ვინმემ ამიხსნას.

ნ.ხ: არ ვიცი.

ანი გაბეჩავა: ვინ დაპატიჟა?

ნ.ხ: და მომიკვდეს თუ ვიცოდე ვინ მოიყვანა.

ანი გაბეჩავა: ეს ზ.ხ ვაბშე ნანახიც არ მყოლია არასდროს, შენგან გავიგე სახელი, რა უნდოდათ. იმ საბა გოგშელიძეს რა უნდოდა კიბეზე, რო იჩხუბეს, რა მოხდა? იმ რაგბისტებს იცნობ? ჩიქოვანს მაგარი დარხეული აქვს, მაგან მოიყვანა, მაგის მანქანა იყო.

ნ.ხ: კაი რა, მასეც არაა, ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი. არაფრის გამო რომ თავს გაგიტეხავენ ქვით, მგონი ლოგიკურია რომ ამოხვალ ისევ, უბრალოდ, ცუდ დროს ამოვიდნენ და იმ უდანაშაულო ბიჭებთან არ უნდა მისულიყვნენ.

ანი გაბეჩავა: ნეტა ჩვენი ბიჭები გადარჩებოდნენ.

ნ.ხ: ხო, მე მართლა არ მგონია რომ ვინმეს მოეკლა ან წყალში დაეხრჩო, არც ერთი არაა მაგის გამკეთებელი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

rustavi2.ge

გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ანტონ უპერი ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს განაჩენი გამოცხადდა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

” ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება”-ზარქუა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
“ჩათლახი”_ქართული ოცნების დეპუტატი სენატორ ჯინ შაჰინზე
მთავარი

ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ „ნაცების“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება - საგიჟეთი აქვთ, სახალისოა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობისთვის 17 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი დააკავა, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს,...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს: „გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი...

დაწვრილებითDetails

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – ომბუცმენი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა-სახალხო დამცველი
მთავარი

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა
მთავარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს, - ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"