სოციალურ ქსელ TikTok-ში საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი ცალკე ქვეყნებად არის მოხსენიებული. საგარეო უწყების განცხადებით, ხარვეზის გამოსასწორებლად TikTok -თან მოლაპარაკება და მუშაობა მიმდინარეობს:
“ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.
ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok-ის საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით”