სამედიცინო ჟურნალმა Lancet-მა მასშტაბური კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც იმ სიმპტომებს შეეხება, რომელსაც Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები, დაავადებისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჩივიან.
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევაში ვუჰანის საავადმყოფოდან ექვსი თვის წინ გაწერილი 1700-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა.
Lancet-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგაც კი, პოსტ-კოვიდ პაციენტების 63% დაღლილობასა და კუნთების სისუსტეს უჩივის. ძილთან დაკავშირებული სირთულეები გამოჯანმრთელებულთა 26%-ს აღენიშნება, ხოლო შფოთვას ან დეპრესიას კორონავირუსისგან განკურნებულთა 23% უჩივის.
reporter.ge










