პროცესი ატიპიურად მიმდინარეობს და მართლაც ამოუცნობი ვირუსის წინაშე გვიხდება ყოფნა და ბრძოლა – ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ “მეგა ტვ”-ის ეთერში “მთავარის” სპეციალურ გამოშვებაში – COVID-19 განაცხადა.
მან ვირუსის მიმდინარეობსა და იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რაც ქუთაისში მყოფ პაციენტებს უვლინდებათ:
“ეს პაციენტებს თუ შეიძლება ითქვას “ძალიან ღარიბი სიმპტომატიკით” შემოდიან, არის ტემპერატურა 37,1; 37,2; 37,5 მაქსიმუმ, ერთეული ხველა და სიმპტომები, რაც რესპირატორული დაავადებისთვსი არის დამახასიათებელი. ასეთი პაციენტები, რომლებიც “ღარიბი სიმპტომატიკით” შემოდიოდნენ, ვნახულობდით მათ კვლევებს, ლაბორატორიულს, რენტგენოლოგიურს და ფილტვების ტომოგრამას, უკვე ვღებულობდით რომ საკმაოდ ღრმა ცვლილებები მიმდინარეობდა ორგანიზმში.
ამდენად კლინიკური სურათი ვერ აფასებს პაციენტს რეალურად, სიმპტოიმატიკა არის ერთეული მონაცემებით და სინამდვილეში ორგანიზში ღრმა ცვლილებები მიმდინარეობდა. განსაკუთრებით ეს ფილტვების პათოლოგიას ეხება.
ჩვენ გვქონდა ატიპიური პნევმონიები, მთელი ცხოვრება კავშირი გვაქვს რენტგენოლოგიასთან, გვინახავს ანთებები, სხვადასვხა სახის პნევმონიები, ესენი აბსოლუტურად განსხვავებულ რენტგენოლოგიურ სურათებს იძლეოდა. ხანდახან იყო რომ რენტგელოგიურად პათოლოგიაც არ იყო, კომპიუტერულ ტომოგრამაზე კი ვნახულობდით რომ საკმაოდ სერიოზული ცვლილებები იყო, რაც რენტგენოლოგიურად მეორე, მესამე დღეს ვლინდებოდა. ეს ყველაფერი ერთად აღებული, შეიძლება ითქვას რომ, პროცესი ატიპიურად მიმდინარეობს და მართლაც ამოუცნობი ვირუსის წინაშე გვიხდება ყოფნა და ბრძოლა, რადგან ხშირად კლინიკა, ლოგიკა რაც არის მათ და კვლევები, ერთმანეთს არ ემთხვეოდა” – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ “მეგა ტვ”-ის ეთერში “მთავარის” სპეციალურ გამოშვებაში – COVID-19.