TikTok-ში სულ უფრო პოპულარული ხდება “ჩელენჯი”, რომელიც, შესაძლოა, არა მხოლოდ საშიში იყოს, არამედ სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
საუბარია ტრენდზე სახელწოდებით dry scooping (“მშრალი კოვზი”). მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვარჯიშის დაწყებამდე ვიდეოში მოყვარული სპორტსმენები ერთ კოვზ გაუზავებელ ფხვნილ ენერგიულ სასმელს ყლაპავენ.
ექიმები ამ ქმედებების საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ. ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოზარდებმა, შესაძლოა, საკუთარ თავებს საფრთხე შეუქმნან, რადგან მშრალი სპორტული დანამატის მიღება არ შეიძლება.









