მეცნიერები შეშფოთებულნი არიან „კესლერის სინდრომის“ გამო, რომელმაც შესაძლოა დედამიწა დატოვოს ინტერნეტის, ტელევიზორისა და ტელეფონების გარეშე.
ჯერ კიდევ 1978 წელს, ორმა ექსპერტმა წამოაყენა თეორია, რომ თუ კაცობრიობა განაგრძობს სულ უფრო და უფრო მეტი კოსმოსური ხომალდის სიცარიელეში გაგზავნას, ჩვენ შეგვექმნება პრობლემები. სივრცე უფრო და უფრო ხალხმრავალი გახდება დედამიწის ირგვლივ, ერთმანეთთან შეჯახების შანსი კი გაიზრდება.
„რაკეტები, თანამგზავრები და სხვა კოსმოსური ნაგავი დაგროვდა ორბიტაზე, რაც ზრდის სხვა ნამსხვრევებთან შეჯახების ალბათობას“,- განმარტავს NASA.
ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კესლერის სინდრომის ჭეშმარიტების დამტკიცება მხოლოდ დროის საკითხია.
ამჟამად დედამიწის ორბიტაზე 10 000-ზე მეტი თანამგზავრი მოძრაობს. გარდა ამისა, პლანეტაზე ჯერ კიდევ 100 ტრილიონზე მეტი ძველი თანამგზავრი ტრიალებს, ნაწილები დროდადრო დედამიწის ატმოსფეროში ეცემა და იწვის. თუ შეჯახებებისა და თანამგზავრების რაოდენობა კრიტიკულ მასას გადასცდება, მაშინ დავდგებით „კესლერის სინდრომის“ საშიშროების წინაშე.
რატომ შეიძლება კესლერის სინდრომმა დაასრულოს სიცოცხლე
მეცნიერების ვარაუდით, თუ თანამგზავრები და ნამსხვრევები შეჯახების ჯაჭვურ რეაქციაში მოხვდებიან, სიცოცხლე, შეიძლება დასრულდეს. შესაძლებელია მოხდეს ინტერნეტის გათიშვა, ასევე გაითიშება ტელევიზორი და GPS-ის ფუნქცია.
როგორ შევაჩეროთ კესლერის სინდრომი
ექსპერტები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს კესლერის სინდრომი. ერთ-ერთი ვარიანტია, ნარჩენების ორბიტაზე გაყვანა და მისი დაწვა დედამიწის ატმოსფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მოხსნას დაუყოვნებელი საფრთხეები, ეს პროცესი სარისკოა და წარმოადგენს დიდ ეკოლოგიურ პრობლემას, როგორიცაა ოზონის შრის გაფუჭება.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მივალთ თუ არა ჩვენ, იმ ეტაპამდე, როცა შევძლებთ შევაჩეროთ კესლერის სინდრომი, ეს ჯერ საეჭვოა და დამატებითი კვლევებია საჭირო.