უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და 800 000 000 ლარი შეადგინა 2022 წელს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სექტორშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორის წილი მზარდია, რაც ძირითადად გამოწვეულია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სწრაფი ზრდით.
„ამასთან, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2022/23 წლებში მკვეთრად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლის გამო, რაც საქართველოს განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს – საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ს შეადგენს და აღემატება სხვა მრავალი ქვეყნის მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირს (8.4%) და აშშ-ს (5.1%).










