აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, პროექტ ,, კარგი მმართველობის” ფარგლებში, 16 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს იდეების გაგზავნას ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია მოსახლეობის მეტი ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას პროექტები რომლებიც იქნება წარდგენილი და რომელიც მიიღებს მაქსიმალური ხმების რაოდენობას იქნება გათვალისწინებული მომავალი ბიუჯეტის გაწერისას და შესაბამისად განხორციელდება კიდეც. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია 51000 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება სამი პროექტი, რომელსაც ხალხი აირჩევს კენჭისყრაზე.
ის იდეები, რომლებიც არ შედის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში და რისი განხორციელებაც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის არ განიხილება. პროცესი აუცილებლად გამჭირვალედ ჩაივლის.
შემოსული იდეებიდან საჯარო განხილვაზე 10 იდეა გავა, რომელსაც კომისია შეაფასებს. კომისიაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მედია სფეროდან და მერიის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის წარმომადგენლები”. – განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტარციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაშვილმა
კენჭისყრის პროცესი უკვე მიმდინარეობს, იდეების მიღება 18 ოქტომბერს მთავრდება. 19 იდან 29 ის ჩათვლით კომისია იმსჯელებს აღნიშნული იდეების რელევანტურობაზე, ხოლო 30 ოქტომბრიდან დაიწყება საჯარო კენჭისყრა.