LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის კენჭისყრისთვის ემზადებიან

რა კანონები მიიღო და ჩააგდო მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორისთვის

დაპოსტა 2020/10/01-ში
A A
144
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა გუშინ, 30 სექტემბერს მუშაობა დაასრულა და არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. თავდაპირველად პარლამენტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძემ გადაიბარა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა შეჯამების სახით, შეეკრიბა ინფორმაცია თუ რა ეკონომიკური კანონების მიღება იყო დაკავშირებული მე-9 მოწვევის პარლამენტთან. ასევე დავინტერესდით, თუ რა კანონების დამტკიცება ვერ მოხერხდა ამ 4 წლიან პერიოდში.

გთავაზობთ, იმ რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა:

ანტიდემპინგური კანონი – წლებია გვესმის, რომ მიდის მუშაობა და აუცილებელია ქვეყანაში ამოქმედდეს კანონი, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს დაიცავს. პარლამენტმა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” კანონპროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა. პროექტის მიღების მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – 2018 წლიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყო და ყველა სატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ 2019 წლიდან შეეხო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ რეფორმის სხვადასხვა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დახვეწა კი მე-9 მოწვევის პარლამენტის დროს მოხდა, თუმცა თვითონ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის დაიწყო. სავალდებულო ტექინსპექტირება ქვეყანაში 2015 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მისი რამდენჯერმე გადავადება მოხდა, ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ იყო განვითარებული.

დაგროვებითი პენსია – პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, 2018 წლის ივლისში მიიღო. ახალი საპენსიო სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდა ქვეყანაში. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულო, 40 წლის შემდეგ და თვითდასაქმებულებისთვის კი – ნებაყოფლობითი იყო. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%-ს.

ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში – მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება ასევე თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა. კერძოდ, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რიგი ცვლილებები 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. აკრძალვა შეეხო, ნებისმიერ დახურულ სივრცეს, პირადი საცხოვრებლის გარდა, იქნებოდა ეს შენობა, კაფე, რესტორანი თუ ოფისი. ამასთან, ცვლილებებით აიკრძალა ასევე: თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან განლაგება რიგ ადგილებში.

მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე – მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენის ახალი რეგულაციების მიღება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი 2017 წლის ივნისში გამოცხადდა. უკვე 2017 წლის სექტემბერში კი კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

შრომის შესახებ კანონი – კანონპროექტი, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში დაამტკიცა. შრომის კოდექსში ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი – 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებამოსილება ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს. ამასთან, „კავკასუს ონლაინი“ აცხადებდა, რომ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში – მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდში ამოქმედდა არაერთი ცვლილება ასევე საგადასახადო კოდექსში. მათ შორის 2017 წლიდან გაიზარდა აქციზი, თამბაქოზე, საწვავზე, ავტომობილებზე, 2017 წლიდან ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება თუ იგი მიღებულ მოგების რეინვესტირებას მოახდენს; დაწესდა ქონების გადასახადი ავტომობილებზე და ა.შ.

ასევე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა კანონპროექტების დამტკიცება არ მოხერხდა პარლამენტში. მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანს შეგახსენებთ:

კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს არეგულირებს – ფაქტობრივად 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდანვე გვესმის დაპირებები, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს რომელიც სათამაშო ბიზნესს დაარეგულირებს. თუმცა, ამ 8 წლის განმავლობაში ამ კანონის მიღება და ამოქმედება ვერ მოხერხდა. რასაც ექსპერტები იმას უკავშირებენ, რომ აღნიშნულ სფეროს ძლიერი ლობისტები ყავს.

კანაფის შესახებ კანონპროექტი – სწორედ მე-9 მოწვევის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ხმაურიანი კანონპროექტის მიღების საკითხი. საუბარია, კანაფის შესახებ კანონზე, სსიპ-ის სახით უნდა შექმნილიყო კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც გასცემს ლიზენციებს, ზედამხედველობას გაუწევს კანაფის ბრუნვას, სალიცენზიო პირობების შესრულებას და ა.შ. ასევე კანონპროექტით, ლეგალური ხდება კანაფის მხოლოდ ექსპორტისათვის წარმოება (სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით). საკითხი 2018 წლის სექტემბერში გააქტიურდა და ეს მთავობის ინიციატივა პარლამენტსაც წარედგინა. თუმცა, ეს საკითხი აქტუალური ძალიან მცირე ხნით იყო, რადგან ერთი მხრივ ოპოზიციისა და მეორეს მხრივ მოქალაქეთა ნეგატიური შეფასებების გამო, 2018 წლის ნოემბერში კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია.

Bpn.ge

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8%-მდე შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შრომით ურთიერთობებში ხშირია სამუშაო ადგილებზე შევიწროება, ძალადობა, არასასურველი სექსუალური ქმედება – კვლევა
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. (გასული წლის...

დაწვრილებითDetails

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის 77 ავტობუსს ყიდულობს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 77 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 32 055 639 ლარს შეადგენს, წინადადებების მიღება კი 18 აგვისტოს იწყება და 19 აგვისტოს სრულდება. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

მგფ-მა იმერეთში 21,843,660 მილიონის ტენდერები გამოაცხადა, ასევე 100 მილიონიანი ტენდერია გამოცხადებული დასავლეთ საქართველოს მუნიციპალურო შენობა-ნაგებობებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისის მერია რესტორნებში 27 ათასი ლარის დახარჯვას არ ადასტურებს
ეკონომიკა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში დაახლოებით 377.6 მილიონი ლარის ღირებულების 24 ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდის მიერ ერთდროულად გამოცხადებული ყველაზე მსხვილი შესყიდვაა. შესყიდვები ძირითადად...

დაწვრილებითDetails

ბენზინი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
ეკონომიკა

საქართველოში ბენზინი ისევ ძვირდება -  ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა. რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ღირებულება ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საშუალოდ...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს...

დაწვრილებითDetails

საჩხერის საცურაო აუზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე 8.3 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
საჩხერის საცურაო აუზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე 8.3 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8.320 მლნ ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 19 აგვისტოს იწყება და...

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები 4.9%-ით გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 3, 2026
0
რამდენს ხარჯავს მოსახლეობა სამომხმარებლო პროდუქტებზე
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. თევზეული, ხორცი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"