LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელ დაცულ ტერიტორიებს მიენიჭა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი საქართველოში

რა იკრძალება კოლხეთის ერობნულ პარკში

დაპოსტა 2024/03/29-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1 იანვრამდე იქნება დასაშვები.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე ნავების გამოყენება დაშვებული 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იყო, თუმცა მთავრობამ პარლამენტს შესაბამისი ვადის 4 წლით – 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევის ინიციატივით მიმართა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ცვლილებები აუცილებელია კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით. უწყების ინფორმაციით, ელექტრო ძრავები, რომლის დამონტაჟებასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ძვირია.

„კანონით განსაზღვრულია ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებული საქმიანობები, მათ შორის ეკოტურიზმი (ვიზიტორთა გადაადგილება) და

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიმიტირებული ძოვება, თიბვა, თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს პალიასტომის ტბასაც, სადაც ხორციელდება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით/პონტონებით როგორც ვიზიტორთა მომსახურება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თივის (ალტერნატიული სათიბები არ არსებობს) და სათბობი შეშის გადატანა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო ძრავები, რომლის დამონტაჟებასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ძვირია და ერთი 25 ც.ძ ელექტრო ძრავის ღირებულება ადგილზე დაახლოებით 17 000 ევროს შეადგენს, რომელსაც ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები დაემატება. აღნიშნული ხარჯის გაწევას ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად ვერ შესძლებს.

რაც შეეხება ვიზიტორების მომსახურების მიზნით პონტონის ელექტრო ძრავებს, ისინი კიდევ უფრო ძვირი ღირს და მათ შესაძენად შეკვეთა წინასწარ უნდა განხორციელდეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ პონტონზე დღეის მდგომარეობით დამონტაჟებულია 2 ერთეული თხევად საწვავზე მომუშავე 75 ც.ძ ძრავი. შეძენილი უნდა იქნეს 8 ერთეული 80 ც.ძ ელექტრო ძრავი, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ არსებული თხევადსაწვავიანი ძრავები გამართულია და მუშა მდგომარეობაშია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი სერვისცენტრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო ძრავების მომსახურებას განახორციელებს, სტამბოლში მდებარეობს, რაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორთა მომსახურებას დამატებით უდიდეს პრობლემებს შეუქმნის“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

“კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

დაწვრილებითDetails

წყლის 36 საათით გათიშვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა - ინფორმაცას "ტვ არგო" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა - 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ...

დაწვრილებითDetails

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"