ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროს მარინა ენდელაძე აცხდებს, რომ ეპიდემიოლოგბი ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ მატებას ელოდებიან. მისივე თქმით, უკვე სახეზეა ინფიცრების შემთხვევების ზრდა, რაც საგანგაშოა.
“რა თქმა უნდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემები მართლაც რომ საგანგაშოა და ამდენი ინფიცირებულის კონტაქტებიც რა თქმა უნდა, მოიმატებს და იქნება ზრდა კიდევ უფრო.
ახლა თითქოს ვამთავრებთ ამ ტალღას თუ იწყება ახალი, არ ვიცი. ამ პერიოდში ასეთი სერიოზული მატება ძალიან საგანგაშო და საყურადღებოა. ეს უკვე დაეტყო ჰოსპიტალურ სექტორს, ინტენსიური შემოსვლებია სტაციონარებში და საკმაოდ მძიმეები.
ამ გართულებული ვითარების ფონზე, ნამდვილად მოიმატა პაციენტთა რაოდენობამ და თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება,“ – აღნიშნავს მარინა ენდელაძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებულ რისკებზეც საუბრობს.
“წელს ძალიან სერიოზული სიტუაცია შეიძლება დადგეს, იმიტომ, რომ ზოგადად, როგორც წესი ასეა ხოლმე, რომ როცა ერთ წელს არ არის ვირუსი გავრცელებული, მეორე წელს უფრო მეტად ვრცელდება,” – ამბობს მარინა ენდელაძე.










