LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება – გიორგი გახარია

რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის – გიორგი გახარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე

დაპოსტა 2020/07/10-ში
A A
242
ნახვა
გაზიარება

ეს არის მცდელობა შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საურისას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესს საფრთხე არ ემუქრება.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც ჩამოთვლილია იქ, ქვეყანა ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის შიდა წინასაარჩევნო, პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როცა საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკრურენტულ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, გავაკეთებთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არიან საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.

„თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება ისე, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეულები ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, საბოლოოდ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბლოოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ ყველანი უნდა დავწყნარდეთ დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას რომ კარგად ჩატარებული არჩვნები, ეს ყველას ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები,“ – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შტატების მხრიდან.

„ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არაა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის პროცესი ისე როგორც ვაკეთებდით. საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტერგრაციას,“ – განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა -  ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, 43 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,...

დაწვრილებითDetails

ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ანტონ უპერი ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს განაჩენი გამოცხადდა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

” ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება”-ზარქუა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
“ჩათლახი”_ქართული ოცნების დეპუტატი სენატორ ჯინ შაჰინზე
მთავარი

ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ „ნაცების“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება - საგიჟეთი აქვთ, სახალისოა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობისთვის 17 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი დააკავა, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს,...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს: „გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი...

დაწვრილებითDetails

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – ომბუცმენი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა-სახალხო დამცველი
მთავარი

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"