პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ მასაც გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები.
„მე მაგალითად გვერდითი მოვლენა მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება მქონდა მეორე დღეს და შემდეგ სახსრის ტკივილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.










