Facebook Inc–ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს კომპანია შემოსავალს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე მაღლა აყენებს, “უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს“. ამის შესახებ ის “Facebook-ში” წერს.
“ამ ბრალდებებს საფუძვლად უდევს იდეა, რომ მოგებას უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მაღლა ვაყენებთ. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ერთი ნაბიჯი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, იყო “ნიუსფიდის” მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთქმედების ცვლილების დანერგვა.
ცვლილებამ აჩვენა ნაკლები ვირუსული ვიდეო და უფრო მეტი კონტენტი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან – რაც ჩვენ გავაკეთეთ, ვიცოდით რა, რომ ეს ნიშნავს, რომ ხალხი უფრო ნაკლებ დროს დაუთმობს ფეისბუქს, მაგრამ კვლევამ აჩვენა რომ ეს სწორია ადამიანების კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა ცუკერბერგმა.
ცნობისთვის, სენატში მოსმენებზე Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰოგანმა განაცხადა, რომ კომპანია მოგებას პრიორიტეტს ანიჭებს. მისი თქმით, Facebook იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ბიზნესის ინტერესებს მომხმარებლებზე მაღლა აყენებს.










