ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებიდან 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გამართლდა.
სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ვალერი გოგიშვილი. პატიმრობა შეეფარდათ:
- “გრინსერვისის” დირექტორს ლაშა ფურცვანიძეს – 6 წელი;
- გიორგი გობეჯიშვილს – 4 წელი;
- ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს – 3 წლითა და 6 თვით;
- ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს – 3 წლით.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა.










