მეცნიერებმა კორონავირუსულ ინფექციასა და კოგნიტიურ დაქვეითებას შორის კავშირი დაადასტურეს. მათ 81 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. კვლევების შედეგებს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები в EClinicalMedicine by The Lancet-ში აქვეყნებენ.
კვლევამ დაადასტურა ის, რაც ცოტა ხნის წინ იყო გაცხადებული: ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, კოგნიტური შესაძლებლობები დაუქვეითდათ. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი არ არის დამოკიდებული იმაზე, მძიმე ფორმით გადაიტანეს მათ COVID-19-ით, თუ მსუბუქით.
შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილები ტესტებს, როგორც წესი, უფრო ცუდად უმკლავდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ავად არ იყო. ყველაზე რთული ამოცანები იყო ისინი, რომლებიც დაგეგმვას და მსჯელობას მოითხოვდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია ე.წ. ტვინის დაბინდვით, როდესაც ადამიანს ფიქრი და კონცენტრაცია უჭირს. მათი თქმით, ეს სიმპტომები “გრძელვადიან” COVID-19-თან არის კორელაციაში.
ინტელექტის დონის ყველაზე დიდი შემცირება დაფიქსირდა იმათში, ვინც ავადმყოფობის დროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიაერთეს.
შემდეგ მოდიოდნენ პაციენტები, რომლებიც COVID-19-ით საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. მათი შედეგი უფრო ცუდი იყო, ვიდრე იმ პაციენტებიც, ვინც კორონავირუსს სახლის პირობებში მკურნალობდა. ამასთან, კოგნიტური შესაძლებლობების შემცირება კიდევ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მათში, ვინც ინსულტი გადაიტანა.