რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს.
შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედისუბანში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ნათესავების ოჯახში საქეიფოდ იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან მყოფ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა, ორმა პირმა მამაკაცს თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა, შემდეგ სისხლი მობანა და ქუჩაში გადააგდო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.










