LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რაშიზმი – ვიკიპედიაში ახალი სტატია გამოჩნდა

რაშიზმი – ვიკიპედიაში ახალი სტატია გამოჩნდა

დაპოსტა 2022/04/20-ში
A A
193
ნახვა
გაზიარება

ვიკიპედიაში გამოჩნდა სტატია “რაშიზმზე”.

„რაშიზმი“ განიმარტება, როგორც რუსული ფაშიზმი. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ იდეოლოგია ეფუძნება რუსების, როგორც „ხალხთა უფროსი ძმის“ იდეას.

სტატია ხელმისაწვდომია 20-ზე მეტ ენაზე.

რაშიზმი (ინგლ. Russia, Russian — წარმოითქმება „რაშა“, — და იტალ. fascismo — ფაშიზმი, რომლისგანაც აღებულია დაბოლოება –იზმი), ანუ რუსული ფაშიზმი — რუსეთის მმართველი რეჟიმის XXI საუკუნის პირველი მეოთხედის პოლიტიკური იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიას“, „მოძმე ერის უფროსობას“, შეუწყნარებლობას სხვა ერების კულტურის ელემენტებისადმი, ასევე საბჭოური ტიპის ტოტალიტარიზმსა და იმპერიალიზმს, რუსული მართლმადიდებლობის ზნეობრივი დოქტრინის სახით გამოყენებას და ზემოქმედების გეოპოლიტიკურ ელემენტებს, პირველ რიგში ენერგომატარებლების მეშვეობით.[1][2][3][4][5]

რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი ამტკიცებს, რომ რუსული ფაშიზმის იდეოლოგიას აქვს ბევრი მსგავსება გერმანულ ფაშიზმთან (ნაციზმთან), რადგან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლები ასახავენ ადოლფ ჰიტლერთან მიახლოებულ იდეებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, ანდრეი დანილოვმა განაცხადა, რომ პუტინის გარემოცვა საუბრობდა იმაზე, რომ პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა არანორმალურია.[6]

 

ისტორია

ტერმინმა არაოფიციალურ გავრცელება ფართო წრეებში 2008 წელს ჰპოვა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.[7] ამ ტერმინის გავრცელების განმეორებითი ტალღა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, Boeing 777 თვითმფრინავის 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად ჩამოგდებისა და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს დაიწყო.[8][9][10][11]

„რუსული ფაშიზმის“ ცნების შესწავლა დასავლეთში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აგრეთვე, ამერიკელი ავტორები ხედავდნენ რუსული ფაშიზმის მატარებელს ვლადიმერ ჟირინოვსკიში.[12]

ტერმინი პირველად აღნიშნული იყო გერცენის მიერ რომანში „წარსული და ფიქრები“ (1868), „რუსეთიზმის“ ფორმით, რუსეთის მთავრობაში ექსტრემისტული მიმდინარეობის აღსანიშნავად. ტერმინ „რაშიზმი“-ს („რუსიზმი“) იდეოლოგიური აღორძინების ავტორია იჩკერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, რომელიც განიხილავდა რუსის ძირითად თვისებას კავკასიაში რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიაში.[13][14][15]

 

რაშიზმის ძირითადი ნიშნები და თვისებები

რაშიზმის, რომელიც უკვე სრულად ჩამოყალიბდა ოფიციალურ იდეოლოგიად, საფუძვლად დევს უფლების ძალის უარყოფა და ძალის უფლების მტკიცება, უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტის მიმართ და თვითდამკვიდრება განუკითხაობისა და ძალადობის ხარჯზე.[16][17] თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ეს თვისებები დამახასიათებელია რუსეთის ხელისუფლებისათვის, იგი მემკვიდრეობით გადმოღებულია ოქროს ურდოსგან. რაშიზმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია რუსების, როგორც „ღვთის რჩეულთა“ ერის შესახებ.[18][19]

რუსი ისტორიკოსის ალექსანდრე სკობოვის აზრით, რაშიზმი წარმოადგენს დიდმპყრობელური შოვინიზმის, საბჭოურ წარსულზე ნოსტალგიისა და ბნელეთის მართლმადიდებლობის ეკლექტიკურ ნარევს. აგრეთვე, რაშიზმი ხასიათდება პიროვნებისადმი უპატივცემლობით, პიროვნების უმრავლესობაში „დაკარგვისა“ და უმცირესობების დათრგუნვისადმი სწრაფვით. რაშიზმს ახასიათებს ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესებისადმი, ვინაიდან „ყოველივე ეს მხოლოდ ნატიფი მანიპულაციების ინსტრუმენტია“ (თავად რაშიზმი უპირატესობას ანიჭებს უხეშ მანიპულაციებს). რაშიზმი გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „ხალხური სული“ და „უზენაესი საერთო ინტერესი“ ვლინდება არა ფორმალური არჩევითი მექანიზმების გამო, არამედ ირაციონალურად, მისტიკურად – ბელადის გამო, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ასეთი იმიტომ, რომ შეძლო ყველა დანარჩენის დამარცხება.[16][20][21][22]

პოლიტოლოგი ეტანსლავ ბელკოვსკი ამტკიცებს, რომ რაშიზმი ინიღბება ანტიფაშიზმად, მაგრამ მას აქვს ფაშისტური სახე და არსი.[23] პოლიტოლოგი რუსლან კლუჩნიკი აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა თავს უფლებას აძლევს ააგოს საკუთარი „სუვერენული დემოკრატია“ დასავლურ სტანდარტებზე მითითების გარეშე, მაგრამ სახელმწიფოს შექმნის რუსული ტრადიციების გათვალისწინებით. ადმინისტრაციული რესურსი რუსეთში დემოკრატიული ფასადის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიღმაც იმალება მოქალაქეთა ნების გამოვლინების აბსოლუტური მანიპულირების მექანიზმი.[24]

ემბლემა

ომის სიმბოლოს სახით ასო „Z“ გამოიყენებოდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის ნიშნად. ჩეხეთის მთავრობამ ნიშანი „Z“, როგორც ნაცისტური სვასტიკის ექვივალენტი შეაფასა, მაშინ, როდესაც ყირგიზეთმა და ყაზახეთმა აკრძალეს „Z“ სიმბოლოების საჯარო გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებზე.[25][26]

 

ზოგადად სიმბოლო „Z“ პროპუტინისტურმა და პროსამხერდო სამოქალაქო პირებმა, როგორც პუტინისადმი სიყვარულისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოვლინება მიიღეს. მაგალითად, კუზბასის გუბერნატორმა, სერგეი ცივილევმა, შეცვალა ოლქის დასახელება და ჩაანაცვლა რუსული „з“ ლათინურ ასო „Z“-თი (კუZბასი). სხვა მაგალითია: როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა დაიწყო საკუთარი გვარის დაწერა როგორც „როგოZინი“.[27][28]

 

ადგილობრივმა საქალაქო საბჭოებმა რუსეთში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი ფლეშმობები დაიწყეს, სადაც გამოსაჩენ ადგილზე გამოსახული იყო სიმბოლო Z. რუსული პროპაგანდისტული მასმედია აზიარებდა სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ვიდეორგოლებს, რომლებზეც აღბეჭდილია „Z“ სიმბოლოიანი შავ პერანგებში ჩაცმული ახალგაზრდების ფლეშმობი, რომლებიც გაიძახიან „რუსეთისათვის, პუტინისათვის!“. სახელმწიფო დუმის წევრმა, მარია ბუტინამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად დაიხატა ასო „Z“ თავის პიჯაკზე და მოუწოდა სხვებს ასევე მოიქცნენ.[29][30]

 

გაზიარება77

დაკავშირებული -პოსტები

დაშავებული 11 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა – რას ამბობს ექიმი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

გომის მთაზე გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა - მათ შორის 6 არასრულწლოვანია - ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულები სწორედ ამ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის 55 ნარკორეალიზატორია - ამის შესახებ შსს ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დაწვრილებითDetails

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს ფინანსურ საკითხებს...

დაწვრილებითDetails

მგფ-მა იმერეთში 21,843,660 მილიონის ტენდერები გამოაცხადა, ასევე 100 მილიონიანი ტენდერია გამოცხადებული დასავლეთ საქართველოს მუნიციპალურო შენობა-ნაგებობებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისის მერია რესტორნებში 27 ათასი ლარის დახარჯვას არ ადასტურებს
ეკონომიკა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში დაახლოებით 377.6 მილიონი ლარის ღირებულების 24 ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდის მიერ ერთდროულად გამოცხადებული ყველაზე მსხვილი შესყიდვაა. შესყიდვები ძირითადად...

დაწვრილებითDetails

13 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°,...

დაწვრილებითDetails

ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

გომის მთაზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი შედ­გით დას­რულ­და. გო­მისმთი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხევ­ში გა­და­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა.   რო­გორც ცნო­ბი­ლია,...

დაწვრილებითDetails

დაზუსტებული ინფორმაციით გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ავარიას გომის მთაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
გომისმთაზე მოზარდი დაიღუპა
მთავარი

გურიანიუსის ინფორმაციით აგომის მთიდან მომავალი ავტომობილის ავარიის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო,...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ,  პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"