,,რაღაც ფანტასმაგორიულ სიტუაციაში ვიმყოფებით.
ქართველებს ბევრი რამ გვაქვს უცნაური და ბევრი შეცდომა დაგვიშვია, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს – პოლიტიკაშიც, ყოფა-ცხოვრებაშიც, მედიცინაშიც, ჯანდაცვაშიც, ყველგან, მაგრამ ეს აჭარბებს ყველგან.
მე არ ვიცი რა ტრიალებს მათ გონებაში, რომ უარს აცხადებენ აცრაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ წლის ბოლოს არათუ 70%-ზე და 65%-ზე გავალთ, მთელი მოსახლეობის 30%-ზეც ვერ გავალთ.
ჩვენ მაინც მთელი მოსახლეობიდან უნდა ვიანგარიშოთ, რადგან მთელი მოსახლეობა ხდება ავად.
შევასრულეთ საზოგადოების დაკვეთა და გავხსენით ყველა სკოლა და ინსტიტუტი.
დაახლოებით, მეხუთედი, თუ მეტი არა, იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეკეტათ სკოლები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.










