„რაღაც დროულია, რაღაც დაგვიანებული“. – ასე უპასუხა მეუფე შიომ გელათის შესახებ დასმულ კითხვას დაგვიანებული ხომ არ არის საპატრიარქოს ჩარევა?
„ისეთი ჯგუფი შეიქმნა, იმედი გვაქვს, ახლა ყველაფერი კარგად წარიმართება. დღეს არ თქვეს ასე კონკრეტულად, რამდენად არის დაზიანებული [გელათი]. დეტალურად შემდგომ მოგვახსენებენ. რა თქმა უნდა, რაღაც დაგვიანებულია, რაღაც დროულია, რაღაც გადარჩება. როგორც მე ვიცი, უმეტესობა გადარჩენას ექვემდებარება, რისი დიდი იმედებიც გვაქვს, ისეთი სიმძლავრის სამეცნიერო ჯგუფია”, – განმარტა მეუფე შიომ.
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს თქმით, რეაბილიტაციაში ახლა ჩართული არიან სპეციალისტები, რომლებიც საუკეთესო შედეგს დადებენ.
„ესენი არიან უმაღლესი რანგის სპეციალისტები, აღიარებულნი. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ყოველი მოქმედება, რაც კი იქნება, დაეფუძნება სერიოზულ კვლევებს. ყველაფერი იქნება თვალსაჩინო და საჯარო”, – განაცხადა მეუფე შიომ.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი 15 ივლისს შეიკრიბა. შეხვედრაზე ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს.










