ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ტურნირის ფინალში მან მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში დაამარცხა ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5. შეხვედრა 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
35 წლის ნადალი ამ ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. პირველად მან Australian Open-ი 2009 წელს მოიგო. მსოფლიოს მეექვსე ჩოგნისთვის ეს დიდი მუზარადის 21-ე მოგებული ტურნირი გახდა. ამ მაჩვენებლით მან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს გაუსწრო.










