LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მამუკა ბახტაძემ  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა-პრემიერი გადადგა

რატომ შეადარა საქართველო ყოფილმა პრემიერმა გამბიას, ერაყს, ტოგოს,მალავისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას?

დაპოსტა 2019/09/02-ში
A A
103
ნახვა
გაზიარება

► ახალი ეკონომიკური მოდელი –ასეთი ქვესათაური მიუძღვნა მამუკა ბახტაძემ, ქვეყნის ეკონომიკური პროცესის გაჯანსაღებისათვის სამთავრობო გუნდის რეფორმას.

ეკონომიკური პოლიტიკა, ყველა რეფორმა, ყველა ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს სიღარიბის დაძლევასა და ჩვენი ხალხისთვის დოვლათის შექმნას. მხოლოდ მაღალი და ამავე დროს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდით შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, სადაც თითოეული მოქალაქე ჩართული იქნება ეკონომიკურ აქტივობაში.
სიღარიბე არის ფუნდამენტური პრობლემა და მის დაძლევას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები (ის ვერ დაიძლევა მხოლოდ მოკლევადიანი და მიმდინარე გადაწყვეტილებების შედეგად).
რატომ არის საქართველო ღარიბი ქვეყანა?!
სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის კატასტროფული დამოკიდებულება იმპორტზე. წლების განმავლობაში ისე იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტზე (ეს დეფიციტი კი, დიდწილად ფინანსდებოდა ეკონომიკის მიერ აღებული ვალებით), რომ საბოლოო ჯამში მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკაზე მეტია.
ამის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მუდმივად ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. თვალსაჩინოებისთვის − მსგავსი დეფიციტის მაჩვენებლები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გამბია, ერაყი, ტოგო, მალავი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არ ხდებოდა ამ პრობლემის სწორი შეფასება, რაც ქრონიკულ დაავადებად იქცა.
სწორედ ამიტომ, პირველი რიგის ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ეს გამოწვევა. ამიტომაც შევიმუშავეთ ახალი ეკონომიკური მოდელი, რათა ქვეყანას არ ეცხოვრა ვალით და აღარ გაგრძელებულიყო დამანგრეველი და ქვეყნისათვის ბოლოს მომღები ეკონომიკური პოლიტიკა.
სწორედ ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-იდან შემცირდა 4.5%-მდე (2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი), რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებაა.

საგარეო მოწყვლადობის კუთხით, აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ეფექტიანობა დაამტკიცა გასულ წელს ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში − თურქეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, რომლის მიმართ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოიჩინა და რასაც ხაზი გაუსვეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი კიდევ ერთი სენი − მაღალი დოლარიზაცია. ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ამბიციური ლარიზაციის რეფორმა. ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში.” -წერია ყოფილი პრემიერ – მინისტრის ფბ. განცხადებაში.

თეგები: ეკონომიკამამუკა ბახტაძერეფორმა
გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

2027 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები იზრდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...

დაწვრილებითDetails

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
ეკონომიკა

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი. დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა...

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"