“ამაში პრობლემას ვერ ვხედავ გინდ ნათლია მივიდეს, გინდ ნათლული. ტრადიცია არის ნათლული მიდის ნათლიასთან და ულოცავს, მაგრამ ამას მკაცრი საეკლესიო სწავლება არ ამბობს , რომელიმე მხარემ უნდა დაასწროს ერთმანეთთან მისვლა. სამეგრელოში იყო ტრადიცია ასეთი, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულს ნათლიასთან მიჰყავდა საჩქურად მამალი.
ეს მამალი რომელიც ნათლულს ნათლიასთან მიჰყავდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო საჭურისი. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ხალხურ დონეზე ამაში: მოგეხსენებათ გარკვეული თაობების მანძილზე ეს არის 8 თაობა, მე-9 თაობაში იხსნება , ნათლიასა და ნათლულის შთამომავლობას შორის ქორწინება არ ხდება.
ეს პირდაპირ საეკლესიო სამართლით მკაცრად განსაზღვრული და აკრძალულია. და ეს სიმბოლოა გამოსახული რომ ნათლიასა და ნათლულს შორის შთამომავლებს შორის ქორწინება აკრძალულია , რომ წმინდა კავშირია ნათლია-ნათლულობა და ეს კავშირის გრძელდება სულიერი თვალსაზრისით შთამომავლობაზე, ამიტომ ნათლულს ნათლიასთან მიჰყავდა მამალი, რომელიც იყო დასაჭურისებული”- ამის შესახებ გადაცემა “შუადღე ქუთაისში” თეოლოგმა და ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ ისაუბრა.
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...









