შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა სინგაპურში მალდივებიდან ჩავიდა, სადაცა ის მისი მმართველობის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიქცა. ამის შესახებ BBC წერს.
სინგაპურის მთავრობის განცხადებით, რაჯაპაქსას ქვეყანაში შესვლის უფლება კერძო ვიზიტით მისცეს. უცნობია, დარჩება ის სინგაპურში თუ სხვა ქვეყანაში გაემგზავრება.
რაჯაპასკამ პირობა დადო, რომ 13 ივლისს გადადგებოდა. ზოგიერთი ცნობით, მან პარლამენტის სპიკერს ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა.
შრი-ლანკა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის – ივნისში ინფლაციამ 54%-ს გადააჭარბა, ქვეყანას პრობლემები შეექმნა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის იმპორტის კუთხით..










