
მყინვარების დნობის შესახებ ორი ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ბოლო წლებში მყინვარების დნობის ტემპმა კატასტროფულად იმატა. მხოლოდ კავკასიონის მაგალითზე, ბოლო 20 წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დადნა და მკვლევრების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობა შესაძლოა გაქრეს.









