
დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ალკოჰოლის დალევა აუკრძალეს. აკრძალვის მიზეზი 95 წლის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, ელისაბედ მეორე ყოველდღე ვახშმის წინ ერთ ჭიქა მარტინის სვამს, ძილის წინ კი ხანდახან თავს შამპანურის დალევის უფლებას აძლევს.










