
გერმანიაში, ბიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ძროხებს მათთვის სპეციალურად მოწყობილი საპირფარეშოთი სარგებლობა ასწავლეს.ექსპერიმენტში 16 ცხოველი მონაწილეობდა. 10-დღიანი „მეცადინეობის“ შემდეგ 16-დან 11 ძროხა შემთხვევების 75%-ში საპირფარეშოში დამოუკიდებლად დადიოდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს სერიოზული წვლილი იქნება გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში, რადგან ძროხის შარდი გრუნტთან რეაქციაში შედის, რის შედეგადაც კვალსათბურის ეფექტის მქონე აზოტის ქვეჟანგი წარმოიქმნება.









