“ეს არის თავისუფალი თაობა, კომუნისტური აზროვნებიდან მოშორებული თაობა, იმიტომ არ ესმის ივანიშვილსიმიტომ არ ესმით ამ მონებს, ვოლსკის და კაკებეშნიკებს ამ ახალგაზრდების” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა კოტე რატინმა ტელეკომოანი “მეგა ტვ”-ს გადაცემის “დისკურსი” ეთერში განაცხადა:
“ეს არის თავისუფალი თაობა, კომუნისტური აზროვნებიდან მოშორებული თაობა, იმიტომ არ ესმის ივანიშვილსიმიტომ არ ესმით ამ მონებს, ვოლსკის და კაკებეშნიკებს ამ ახალგაზრდების, რატომ დგანან ამ ხნის განმავლობაში ყინვაში, სიცივეში,რატომ დგანან ისე რომ რომელიმე პარტიას არ მიეტმასნონ. იმიტომ არ ესმით და იმიტომ ვერ გაიგებენ, რომ კომუნისტები არიან სულით და ჩეკისტები. რა მნიშვნელობა აქვს რომ ახალგაზრდაა კობახიძე, მისი სულიერი და იდეური წინაპრები იქნებოდნენ ის ტყავის ქურთუკიანი ახალგაზრდები რომ ხვრიტავდნენ სხვანაირად მოაზროვნეებს, ნახეთ კობახიძის ლექსიკა და გადაათვალეირეთ ისინი რითი განსხვავდება, აბსოლიტურად არაფრით. უახლოეს საქართველოს ისტორიში ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, გავიხსენოთ 9 აპრილი, გავიხსენოთ სამაჩაბლო, გავიხსენით 8 აგვისტო. თუკი ხელისუფლება გადაგვივლის – გადაგვაიროს. რამდენსაც დაგვიჭერენ – დაგვიჭერენ. რამდენსაც თვალს დაგვიფსებენ დაგვიფსონ, მე არ ვიქნები სხვა დადგება ჩემს ადგილზე.” – განაცხადა კოტე რატიანმა.