ყველასათვის საყვარელი ჯგუფის, “რეზო და ბავშვების” რეზო ბლიაძე გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ.
ჩვენს შეკითხვაზე ,თუ როგორ შეიქმნა კომპოზიცია “მეგობარო” და რატომ არის დღემდე პოპულარული, რეზომ შემდეგნაირად გვიპასუხა:
“მეგობარო არის სწორი სიმღერა სწორ კონტექსტში, სწორ დროსა და სივრცეში , სწორ მომენტში დადებული სიმღერა. სიმღერა რომ გახდეს ეგეთი პოპულარული და ეგეთი ჰიტი ძალიან ბევრმა რაღაცამ უნდა შეუწყოს ხელი, სოციალური კომპოზიციაა ერთგვარი ჯაჭვი მოვლენების. მათ შორის დამთხვევა, მაშინ იყო ტრენდული დიეტაზე ყოფნა და სირბილი. “ბევრს აგებენ , ძაან ცოტას იგებენ”-ეს ახლაც ეგრეა. დეტალურად მივიდა ეს სიმღერა ადამიანებამდე სწორ დროს. ტექსი ძალიან ახლოს არის ჩვენს მდგომარეობასთან. მე მგონია რომ დადგება კიდე რაღაც მომენტი , გავიღვიძებ და კიდე რაღაც ეგეთს დავწერ. “მეგობარო” არის სიმღერა , რომელიც არის ხიდი ჩვენს პირველსა და მეორე ალბომს შორის.”