ახალი თავგადასავლებისკენ, რა საოცარი მიღებაა – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის აეროპორტის წლის მემილიონე მგზავრი და ფოტოებს აზიარებს. გერმანელი მოგზაური პიტერ გოცინგერი გუშინ მეუღლესთან ერთად ფრანქფურტიდან ჩამოფრინდა ქუთაისში. იღბლიან წყვილს აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

ოჯახი საქართველოში დარჩენას ერთი თვით აპირებს, ისინი იმერეთს, სვანეთს, თუშეთსა და კახეთს მოინახულებენ.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 70 წლისაა. ამ უდიდესი ისტორიის ფონზე აეროპორტმა წლის განმავლობაში მემილიონე მგზავრი პირველად მიიღო.










