LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნახეთ როგორ გარემოში მოუწევთ სწავლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს (+ფოტო)

რას წერს ბრიტანული ბლოგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

დაპოსტა 2020/09/17-ში
A A
382
ნახვა
გაზიარება

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ბლოგი 1828, რომელიც აშუქებს სიახლეებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ფარავს საერთაშორისო და ადგილობრივ სიახლეებს, აქვეყნებს სტატიას ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებზე და წარმატებულ მაგალითად მოჰყავს საქართველოში გახსნილი ახალი უნივერსიტეტი.

პუბლიკაციის ავტორი უილ უოლტერი, განათლების სისტემის მრჩეველი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში საკუთარ ბლოგში საუბრობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ და განიხილავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

განათლების ექსპერტი მიმოიხილავს იმ სირთულეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების კუთხით შეიქმნა ბრიტანეთში ბრექსიტის, კოვიდისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტორი დეტალურად აღწერს ბრიტანეთში შექმნილ სიტუაციას და ხაზს უსვამ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა. განათლების ექსპერტის აზრით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და მიიზიდავს იმ სტუდენტებს აზიიდან და ევროპიდან, რომლებიც განათლების მიღებას ბრიტანეთსა და აშშ-ში გეგმავდნენ.

გამოცემა 1828, უილ უოლტერი

https://www.1828.org.uk/2020/09/07/why-western-universities-risk-losing-out-to-international-competitors/

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ განათლების შეფასების ძველ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესაძლებელია შეამსუბუქოს დათრგუნული 18 წლის ახალგაზრდების მდგომარეობა, რომლებიც საკუთარ რისხვას ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებში გამოხატავენ, თუმცა ძვირი დაჯდება საკითხის ეს მოკლევადიანი გადაწყვეტა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულით იქმნება საფრთხე, რომ მაღალბიუჯეტიანი სტუდენტები აირჩევენ საზღვარგარეთ არსებულ უფრო ახალ და მოქნილ უნივერსიტეტებს.

მთავრობის გადაწყვეტილებამ, უარი თქვას Ofqual’s “mutant algorithm”-ზე, შესაძლებელია სამომავლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. მასწავლებლების ლიბერალური პროგნოზების გათვალისწინებამ შეფასების ქულების მატება გამოიწვია, რაც ნიშნავს, რომ 2020 წელს სკოლადამთავრებულების დიდი რაოდენობა შეძლებს სწავლის დაწყებას პირველადი არჩევანის უნივერსიტეტში. შედეგად, ინსტიტუტები რომლებიც სთავაზობენ მაღალი ღირებულების სასწავლო პროგრამებს, მიიღებენ დაინტერესებული სტუდენტების ჭარბ რაოდენობას, მაშინ როდესაც დაბალი ღირებულების სასწავლო კურსების მქონე ინსტიტუტებს დეფიციტი შეექმნებათ. გადარჩენისთვის კი მათ მოუწევთ მთავრობასთან შეთანხმება.

დამატებით, მთავრობამ უნივერსიტეტებისთვის მოხსნა შეზღუდვა ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც გააღრმავებს მოთხოვნას მაღალი სწავლის საფასურის მქონე უნივერსიტეტების მიმართ და გამოიწვევს ადგილობრივი სტუდენტების რაოდენობის ზრდას მაღალი გადასახადის გადამხდელი საერთაშორისო სტუდენტების ხარჯზე. ერთიანობაში, აღნიშნული ფაქტორები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ გამოწვევას ბრიტანეთის უმაღლესი განათლების სისტემისთვის.

პანდემიამდეც კი, მრავალ უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჩასარიცხი ადგილების რაოდენობის შეზღუდვა თავის მხრივ იყო სისტემის გაუმჯობესების მცდელობა, რაც შეზღუდავდა ჭარბი სტუდენტების ჩარიცხვას სასურველ უნივერსიტეტებში. ადგილების რაოდენობის შეზღუდვის შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა დაბალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებზე. ახლა შეზღუდვა მოხსნილია და შედეგად ბევრი დაბალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი დაიხურება. ასეთია განათლების ხარისხის ამაღლების სამთავრობო დღის წესრიგი.

მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლო დაწესებულებებსაც აქვთ ფინანსური სირთულეები. უმაღლესი განათლების სფეროს წინაშეა დემოგრაფიული ცვლილებები. ბოლო ათწლეულში, დიდ ბრიტანეთში 18 წლის ასაკის ახალგაზრდების რაოდენობა შემცირდა. გარდა ამისა, ბევრი ინსტიტუციის წინაშეა ზრდადი სასესხო ვალდებულებები, რაც დაფინანსების მოდელებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების წარუმატებელი ისტორიის შედეგია. უმაღლესი განათლების სტატისტიკის სააგენტოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის 194 უნივერსიტეტიდან 119 განიცდის დეფიციტს.

უფრო დასაფიქრებელია, არსებული გაურკვევლობა საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც მრავალი უნივერსიტეტისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. ფინანსური კვლევების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, საერთაშორისო სტუდენტებს ყოველწლიურად 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა შეაქვთ განათლების სექტორში. გამოკითხვების თანახმად, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი შესაძლებელია შემცირდეს 50%-ზე მეტით, რაც ნიშნავს წლიური შემოსავლის შემცირებას 1.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით. London Economics-ის შეფასებით, მომავალ წელს, კოვიდ-19-მა შესაძლოა გამოიწვიოს სექტორში 2.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგისა და 30 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა.

კოვიდ-19 არ არის საერთაშორისო სტუდენტების „გაქცევის“ ერთადერთი მიზეზი, ბრექსიტმაც მოახდინა გავლენა პროცესებზე. კონტინენტური ევროპიდან ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა იკლებს და ეს არ არის მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ან ევროპის პრობლემა. 2015-2018 წლებში, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობამ იკლო 10%-ით, რისი ერთერთი მიზეზიც საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა.

სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიწოდებასთან დაკავშირებული კონკურენცია გახდება. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, რომელიც განაპირობებს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო სტუდენტების ყველაზე მაღალ წილს, შეინიშნება უმაღლესი განათლების სისტემის წინსვლა. ჩინეთში არსებული უნივერსიტეტების რეიტინგი QS World University Rankings-ის თანახმად 25%-ით გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასევე, იზრდება განათლების სტანდარტი.

ევროპასთან დაახლოებული ქვეყნები ასევე ხსნიან თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებს. მომავალ თვეს, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში გაიხსნება სრულიად ახალი, STEM მიმართულების საუნივერსიტეტო კამპუსი. დროთა განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დაიწყებს მუშაობას საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის არიან სტუდენტები, ვინც წარსულში ამჯობინებდნენ დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში არსებულ უნივერსიტეტებს. მსოფლიო დონის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა 1 მილიარდი ევროს ღირებულების მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც გაცილებით ახლოს არის სახლთან, შეიძლება ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს ამ რეგიონების სტუდენტებისთვის, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ერთერთი მიზანია. მომავალ წელს, დაიწყება ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების გახსნა, მათ შორის გაიხსნება კავკასიის რეგიონში პირველი პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც სიმსივნის დიაგნოსტირებისა და პროტონის სხივური თერაპიით მკურნალობის კომბინირებული ცენტრი იქნება. KIU-ს გაცხადებული მიზანია, ევროპულ სამედიცინო სივრცეში დანერგოს შედარებით ხელმისაწვდომი პრაქტიკა.

უმაღლესი განათლების სისტემაში, კორონავირუსი, უდავოდ ამკვიდრებს ძველი ევროპული უნივერსიტეტებიდან ახალ, სწრაფად განვითარებად და დაბალი სწავლის გადასახადის მქონე უნივერსიტეტებში გადასვლის ტრენდს. ეს შედეგები უკვე გამოიკვეთა. განათლების სფეროში ჩვენს ხელმძღვანელებს დასჭირდებათ შესაბამისი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, რათა მოხდეს ბაზარზე არსებულ ცვლილებებთან ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ისტორიულ დომინირებას უმაღლესი განათლების სფეროში და ამის შედეგად არსებულ ყველა ეკონომიკურ თუ კულტურულ სარგებელს საფრთხე დაემუქრება.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს

გაზიარება153

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

პორტალი ისეა გახსნილი – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს და მათ გარკვეულ რჩევებს აძლევს. მისი თქმით, სექტემბრის ფავორიტი ნიშნებია: 1) კირჩხიბი  - კირჩხიბებმა უკვე გაიარეს ტკივილი და ზეწოლა, ეს პერიოდი...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე,  საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად  გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა. "ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან. როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე, შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო..." - წერს...

დაწვრილებითDetails

გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა – დაშავდა 5 ადამიანი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"