ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 18 აგვისტოს პროგნოზს ავრცელებს და რეკომენრაციებს გასცემს:
არ ღირს დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა, ახალი პროექტების დაწყება და სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ იდეების რეალიზება და ჩანაფიქრის განხორციელება.
ეცადეთ მომატებული სექსუალური ენერგია არ გარდაქმნათ აგრესიაში, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ და პრობლემებს შეიქმნით ახლობლებთან.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას და წუწუნს, ზედმეტ პირდაპირობას და წვრილმანებს ჩაძიებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის და პროექტების დაწყება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ღვიძლის გასაწმენდად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.