LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას გრძნობს კორონავირუსზე აცრილი ადამიანი – საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

რას გრძნობს კორონავირუსზე აცრილი ადამიანი – საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

დაპოსტა 2021/01/15-ში
A A
241
ნახვა
გაზიარება

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო, „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.

„გავიკეთე. COMIRNATY ®. (მწარმოებელი: PfizerBioNTech ).

ისეთი არც არაფერი, არც კი ეღირებოდა ამაზე ლაპარაკი, რომ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის და განსაკუთრებით ამ პირველი ვაქცინის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ლამის ისტერია…

საფრანგეთში ერთი კვირაა, რაც დაიწყო სამედიცინო პერსონალის (არამარტო ექიმების) ვაქცინაცია. თავიდან მათი, ვინც 50 ზე მეტი წლისაა, ან რისკფაქტორები გააჩნია. მე ასაკის გამო მომიწია. ონლაინ მარტივად ხდებოდა ჩაწერა, სასურველ სავაქცინაციო ცენტრში, რომლებიც კლინიკებში განთავსდა.

ველოდებოდი ვაქცინაციას…

მშვიდად. თავიდანვე ვთვლიდი, რომ პანდემიის გადაჭრის ერთ ერთი მთავარი საშუალება მასიური ვაქცინაციაა. უმძიმესი ინფექციების გაქრობის ისტორია ამას გვასწავლის.

ამასობაში, რაც კი არსებობს მონაცემები, მოვიძიე, ვინაიდან მაქსიმალურად ინფორმირებული მინდა ვიყო ხოლმე სამედიცინო სიახლეებზე და არა იმიტომ, რომ რაიმე დიდი შიში ან ეჭვი გამაჩნდა რნმ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. თანაც, ეს ვაქცინაცია სავალდებულო არაა. არავინ მაძალებდა.

ტექნიკურ მხარეზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა.

ჩვენმა ჰოსპიტალურმა ცენტრმა დეკემბრის ბოლოს შეიძინა ერთი “სუპერ საყინულე“, რომელიც ცენტრალურ აფთიაქში განთავსდა და რომელიც 3 ერთმანეთისგან დაშორებულ სავაქცინაციო ცენტრს მოემსახურება. (მომავალში მეტი იქნება).

ამ ცენტრალური აფთიაქიდან ვაქცინაციის ცენტრებამდე ვაქცინის დოზების ტრანსპორტირება მარტივად ხდება, ათეულ კილომეტრზეც კი, მშრალი ყინულის ბანალური კონტეინერებით. ამ კონტეინერიდან ამოღების შემდეგ, ვაქცინის ფლაკონის კონცენტრირებული შიგთავსი ფიზიოლოგიური ხსნარით ზავდება და ოთახის ტემპერატურაზე ინახება 6 საათის განმავლობაში. თითო ფლაკონი 5 ადამიანის დოზას შეიცავს… 0.3 მლ კუნთშიგა ინექცია ჩვეულებრივი სავაქცინაციო ნემსით კეთდება მხარში…

თავად “ცენტრიც“ ერთი ჩვეულებრივი დიდი ოთახია, დროებით შირმებით გადატიხრული… მეტი კი არაფერი..

ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მთელი პროცესი არც ისე წარმოუდგენლად რთული და არაორგანიზებადი ყოფილა, როგორც თავიდან ჩანდა, ან დღემდე ხატავენ ასეთად (ზოგან)..

რნმ-ის ვაქცინები ახალია და შორეული შედეგები არ ვიცითო… ზოგი აცხადებს ( ფანატიკოს ანტივაქსერებს არც კი ვახსენებ საერთოდ). თანაც, ძალიან სწრაფად შექმნესო, საეჭვოაო, ათწლეულები უნდაო ამასო…

კი. წინა საუკუნეში და ციფრულ ეპოქამდე, ბიოტექნოლოგიების აღზევებამდე ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა. თანაც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს გამოყოფილა ასეთი ოდენობის სახსრები რაიმე პრეპარატის შესაქმნელად. ამასთან, თავად რნმ ვაქცინების მასიურ წარმოებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე “კლასიკური“ (და თითქოს უფრო საიმედო) ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინების წარმოებას…

ამასთან, როცა ეცნობი ლიტერატურას, ხვდები, რომ პრინციპულად ახალი არაფერია. ინფორმაციულ რნმ-ზე ვაქცინის აწყობა ჭკვიანური სვლაა. მართლაც, რა საჭიროა მთლიანად ვირუსის (დასუსტებულის, ინაქტივირებულის თუ რეკომბინირებულის) შეყვანა ორგანიზმში, როდესაც საკმარისია ვირუსის “სავიზიტო ბარათის“, ანტიგენის, ამ შემთხვევაში, ე.წ. სპაიკის ცილის თავად უჯრედში აწყობა იქ პირდაპირ შეყვანილი (მიწოდებული) ვირუსის მხოლოდ რნმ-ის გამოყენებით… ორგანიზმი ხომ მაინც ამ “სავიზიტო ბარათის“ ამოცნობის და არა მთლიანად ვირუსის დაფიქსირების შემდგომ ააქტიურებს იმუნურ სისტემას…

და დღეს ამ რნმ-ის ხელოვნურად სინთეზირება ერთის მხრივ რთული არაა და თან უჯრედში მისი “შეშვების“ ტექნოლოგიაც დაიხვეწა…

ის, რომ ფართო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა რნმ ვაქცინების შესახებ, არ ნიშნავს, რომ 2020-ში დაიწყო ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა…

90-იანების დასაწყისში გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები, სხვათაშორის ფრანგული.. ანუ თავად იდეა ახალი არაა, გარკვეული ექსპერიმენტული ვაქცინებიც არსებობს უკვე რამდენიმე წელია, ტექნოლოგიაა ახალი, კლინიკურად გამოყენებადი ვაქცინის მომზადების და მასიური წარმოებისა.

და ამისკენ დიდი ხანია მიდიოდნენ.

ცხადია, დღევანდელი ვაქცინა გუნდური ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი მაინც უნგრელ ემიგრანტს Katalina Kariko ს მიუძღვის, რომლის ოჯახი 80-იან წლებში აშშ-ი გადასახლდა..

იმ პერიოდიდან მუშაობს ეს საოცარი ქალი რნმ-ის თერაპიულ გამოყენებაზე… თავიდან არავის სჯეროდა მისი და ის მაინც აგრძელებდა რნმ-ის ფანტასტიური პოტენციალის კვლევას. ჩუმად, ჩრდილში, დაუფასებლად, ისე, რომ ერთი წამახალისებელი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის.

სწორედ ამ ქალის დამსახურებაა ადამიანის უჯრედში რნმ-ის უსაფრთხო და საიმედო შეყვანის ტექნოლოგიის შემუშავება. ეს საკითხი რჩებოდა დიდხანს გადაუჭრელი..

დღეს Katalina Kariko გერმანული BioNTech-ის წამყვანი ექსპერტი და სავარაუდოდ, ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატია. თავად ეს გერმანული ფირმაც ხომ ემიგრანტების შექმნილია. ჩემთვის პირადად ეს ასპექტი განსაკუთრებულად ნიშანდობლივი და დასაფასებელია…

რაღა არ წავიკითხე რნმ ვაქცინის „საშიშროებებზე“… დნმ-ის მუტაცია, ონკოლოგიური რისკი… უშვილობის გამოწვევა… არადა, თუ ოდნავ მაინც ხვდება ადამიანი, რა პრინციპზეა დამყარებული რნმ ვაქცინები, იმდენსაც უნდა ააზრებდეს, რომ თუ ეს ყველაფერი ვაქცინით გამოიწვევა, მაშინ თავად კორონავირუსული ინფექციაც იგივე შედეგებს უნდა იწვევდეს, ლამის ყველა ავადმყოფში… არადა, ასე არაა…

ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ რნმ ვაქცინების უსაფრთხოებასა და გართულებებზე… ამჯერად აქ გავჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი. 6 საათის წინ აცრილი ადამიანის პირადი გამოცდილებით. აცრის ადგილს პრაქტიკულად ვერც ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში გრიპის აცრის შემდეგ რასაც ვგრძნობდი, იმაზე მეტად არა…

და ბოლოს. მასიურ ვაქცინაციას დამატებითი “მუშახელი“ სჭირდება. თავად აცრას ექთნები კი აკეთებენ, მაგრამ მანამდე სავალდებულოა სამედიცინო კითხვარის შევსება პირად ანამნეზზე, განსაკუთრებით ალერგიულზე და საექიმო გასაუბრება. ჰოსპიტალურმა ცენტრმა მოხალისე ექიმთა მობილიზაცია გამოაცხადა ონლაინ და რამოდენიმე საათში ყველა ვაკანსია შეივსო. მე ამ გასაუბრებაზე შემხვდა ჩემივე კოლეგა, რეანიმატოლოგი, რომელიც ეპიდემიის პიკის პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან არ გამოსულა… ახლა ოდნავ სიმშვიდეა.

ცხადია, ხუმრობა ხუმრობით გავისაუბრეთ.. საერთოდ, ყველას განწყობა, ექიმების, ექთნების, კოლეგების დავიწყებულად მხიარული და იმედიანი მომეჩვენა.

მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლეო, ერთისგან გავიგონე…

მჯერა ამის!“, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
მთავარი

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი 30 წლის დათო სამხარაძეა. „შენ სამოთხის ბიჭი ხარ, დედამიწა აატირე...“, - წერენ სოციალურ ქსელში. გარდაცვლილ ახალგაზრდას...

დაწვრილებითDetails

“პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს” – გურამ როგავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
“პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს” – გურამ როგავა
მთავარი

ჩემი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენმა წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს გამოძიება, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გურამ...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 45 უცხოელი არალეგალი, მათ შორის –...

დაწვრილებითDetails

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს. პაპუაშვილი წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჰერჩინსკის ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართავს. „გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.   ბათუმში უნალექო ამინდია....

დაწვრილებითDetails

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი: მოემზადეთ მოულოდნელი პრობლემების გადასალახავად. შეიძლება გარემოებები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ სწრაფი რეაგირება დაგჭირდებათ .   კურო: იყავით კრეატიული და დაჟინებული, რათა მიაღწიოთ სასურველს. გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს ინიციატივებს .  ...

დაწვრილებითDetails

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ასტროლოგების პროგნოზით, მაისი განსაკუთრებულად წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება. ამ პერიოდში მათ ფინანსური, პროფესიული და პირადი წარმატებები ელით. პირველ ადგილზეა კურო - მაისი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა. მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"