ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ. სამივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
დაკავებული პოლიციელის, ლევან ზირაქაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაცვის მხარეებს საქმის მასალები ჯერ არ გადაცემიათ.
რაც შეეხება, ბრალს ის შესაძლოა დაკავებულებს დღეს ან ხვალ წარედგინოთ.
საქმეზე დაკავებულია მამა-შვილი. მამას გამოძიება მკვლელობას, შვილს კი მტკიცებულების განადგურებას ედავება. ადვოკატის თქმით, მტკიცებულების განადგურების ნაწილი სადაოა, მკვლელობის ნაწილზე კი გამოძიება გაგრძელდება.









