ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.
“ერთი გამოსავალი არის მკაცრი კონტროლი, იმათ მიერ, ვისაც ევალება, და მეორე – ჩვენი თვითშეგნება. ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა. არ იგეგმება არავითარი რეგულაციის გამკაცრება. იგეგმება ის, რომ აღსრულდეს, რაც არის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი.










