შქმერში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეები რეგიონში მანგანუმის მოპოვებას აპროტესტებენ და მასშტაბურ დემონსტრაციებს აანონსებენ.
შქმერის მოსახლეობის თქმით, სოფლის კუთვნილი მიწები უკანონოდ გასხვისდა კომპანიებზე, რომლებსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სურთ. კერძო საკუთრებებში გათხრების საწარმოებლად კი, მათი თქმით, მიმდინარეობს სხვადასხვა სტიპის შეთავაზებების გაკეთება, რასაც შქმერის მაცხოვრებლები არ თანხმდებიან.