ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირი გვიან ღამით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
აღიარებენ, თუ არა ბრალდებულები დანაშაულს ამ დრომდე უცნობია – როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი კაველიძის ადვოკატი განმარტავს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის თუ რა წერია ბრალის დადგენილებაში და კონკრეტულად რას ედავებიან მას სამართალდამცავები. როგოც ადვოკატმა გიორგი ტუზაშვილმა წუხელ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის ემდეგ განაცხადა, ბრალდებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პოლიციის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
საგამოძიებო მოქმედებები წყნეთში იმ სახლში, სადაც დაკავება მოხდა გვიან ღამემდე მიმდინარებდა. აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალად ჯგუფურად განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად იარაღის მართლ საწინააღმდეგოდ შეძენა შენახვა ტარება ედებათ, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
გამოძიების ვერსიით სწორედ ჭელიძემ გაისროლა 10-ზე მეტჯერ, რამაც 22 წლის კვარაცხელიას სიცოცლე იმსხვერპლა.
Rustavi2.ge
ამავე თემაზე:
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სამოგზაუროდ ემზადებოდნენ