LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნახევარი მილიარდი ადამიანი  სიღარიბის წინაშე – რა პროგნოზს აკეთებს გაერო

რას აკეთებს სახელმწიფო ღატაკი მოსახლეობის დასახმარებლად

დაპოსტა 2021/06/07-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ყველა ხელისუფლება იმ დაპირებით მოდიოდა, რომ უპირველესად სიღარიბეს გამოუცხადებდა ბრძოლას, თუმცა ყველა დამარცხდა. ზოგი უბრძოლველად, ზოგიც არასაკმარისი ძალისხმევის გამო. სიღარიბე კი ისევ მედგრად დგას და ათვლის წერტილად თუ “ოცნების” ხელისუფლებას ავიღებთ, 26-21%-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ თითქმის 800 ათასი კაცი ცხოვრობს და დღეში 5-6 ლარს ან ნაკლებს ხარჯავენ. განსაკუთრებით თვალში საცემია სიღარიბე ბავშვებში – 26,4%, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, სოციალურ შემწეობას 541 764 კაცი და 151 117 ოჯახი იღებს. ფაქტობრივად, სახელმწიფო აღიარებს, რომ ყველა გაჭირვებულს არ ეხმარება, რადგან ღატაკი მეტი ჰყავს, ვიდრე სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვია.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: – სიღარიბის გამომწვევ მიზეზთაგან სამ ძირითად ფაქტორს გამოვყოფ: პირველი, ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ აძლევს ინდივიდს შესაძლებლობას, თავი დააღწიოს სიღარიბის ხაფანგს და სამეწარმეო თუ ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს. არის ასეთი ამერიკული ხუმრობა, ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავსო. ამერიკა კლასიკური ლიბერალური სისტემის ქვეყანაა, სადაც თვლიან, რომ ზედმეტი რეგულირება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ მარეგულირებელი ნორმები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ თუ სისტემა არ აძლევს პიროვნებას საშუალებას, თავისი ნიჭი და უნარი ბოლომდე გამოავლინოს, ეს სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, ალბათ, საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ზოგი ადამიანის მენტალიტეტი და ქცევის მოდელი: ზოგი ზარმაცია, ზოგს ინტელექტი არ ჰყოფნის, ზოგი ირაციონალურად იქცევა. მაგალითად, იცის, რომ არ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და კაპიტალს, რომელიც შეეძლო ბიზნესის განვითარებისთვის გამოეყენებინა, უგუნურად ანიავებს. ამას ვუწოდებ მენტალურ სიღარიბეს, როცა ადამიანი დამოკიდებულია სხვის დახმარებაზე, ხელგაშვერილია და ელოდება ან სახელმწიფოს შემწეობას, ან ნათესავისგან დახმარებას, რჩენასა და პატრონობას და ეს ინფანტილური დამოკიდებულება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრია. კონკრეტული ციფრიც კი შემიძლია დაგისახელოთ.

საქართველოს მაგალითის მიხედვით, ახლანდელ ღარიბთა შორის ეს ფაქტორი, ანუ მენტალური სიღარიბე რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაში 300 ათასით ნაკლები ღარიბი გვეყოლებოდა. ეს ადამიანები არ იბრძვიან, რომ თავისი ცხოვრება უკეთესი გახადონ საკუთარი ძალისხმევით, უნარ-ჩვევებით და ელოდებიან გარე ფაქტორებს, ქველმოქმედებას, დახმარებას თუ სხვ.

სიღარიბის მესამე ფაქტორი გლობალიზაციასა და ინფორმატიკას უკავშირდება. მაგალითად, როცა ტელევიზიით შესაძლებელია რამდენიმე ასეულ არხზე თვალი ადევნო კარგი ცხოვრების ელემენტებს, გიჩნდება უკმარისობის განცდა, რომ შენც მსგავს დონეზე არა ხარ. ეს უფრო მენტალური დისკომფორტია, ვიდრე მატერიალური, მაგრამ ადამიანი თავს დაჩაგრულად, არარეალიზებულად და ღარიბად მიიჩნევს.

სიღარიბე არა მარტო ეკონომიკური, არამედ ისტორიული კატეგორიაა. ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” მოსამართლის შესახებ ამბობენ, ჩვენს სოფელში რომ მოვიდა, ცალ-ცალი კალოში ეცვა და ახლა ტყავის პალტოსა და რეზინის ჩექმებშია გამოჭიმულიო. გასული საუკუნის 40-იან წლებში ტყავის ქურთუკი ითვლებოდა წარმატების სიმბოლოდ. ყველა ეპოქას ჰქონდა საზომი, რომლითაც კეთილდღეობა განისაზღვრებოდა. 60-იან წლებში იყო ავტომობილი “ვოლგა გაზ-21”, 70-იან წლებში – ვიდეომაგნიტოფონი, 80-იან წლებში – პერსონალური კომპიუტერი, შემდეგ უკვე მძიმე 90-იანებში წარმატებულად ითვლებოდა ის ოჯახი და შინამეურნეობა, სადაც მუდმივი დენი, გათბობა და ცხელი წყალი იყო…

დღევანდელი სტანდარტებით რომ შევხედოთ, ღარიბია არა მარტო ის, ვინც ცუდად იკვებება, არამედ ისიც, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა კარგი საბინაო პირობებით, მედიკამენტებით, დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა.

– თუ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით დავითვლით, გამოდის, მხოლოდ ის 600 ათასამდე კაცი კი არ არის ღარიბი, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს, არამედ ისიც, ვინც თუნდაც შემწეობის მომლოდინეთა რიგშია.

– არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ვინ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ თავად სტატისტიკოსებსაც უკვე აღარ სჯერათ მათი, რადგან მონაცემები, რომელიც ქვეყნდება როგორც საარსებო მინიმუმის მიმღებთა რაოდენობის მიხედვით, ნამდვილად არ გამოდგება სიღარიბის რეალურ მაჩვენებლად. სიღარიბის ზღვარი გაცილებით მაღალ თამასაზე უნდა იყოს გავლებული. მაგალითად, პედაგოგი, ექიმი და იურისტი მიმდინარე შემოსავლის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში აპრიორი მიეკუთვნებიან საშუალო ფენას. არადა, შესაძლოა ეს შემოსავალი იმდენივე იყოს, რამდენიც სიღარიბის საზომად გამოიყენება.

რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო, განვითარებულია და დივერსიფიცირებული საბაზრო ეკონომიკა, სიღარიბის განსაზღვრაში სულ უფრო დიდი როლი ენიჭება ინდივიდუალისტურ ფაქტორს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზეზებიდან, სუბიექტური იქნება ეს თუ ობიექტური, გადამწყვეტი მნიშვნელობა პიროვნულ, სუბიექტურ ფაქტორებს ენიჭება. ანუ რამდენად არის ადამიანი შეუპოვარი, მიზანსწრაფული, რამდენად შეუძლია სიზარმაცის დაძლევა, რამდენად შეუძლია იზრუნოს თავისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რამდენად გამორიცხავს ცხოვრების წესიდან მავნე ჩვევებს.

ადამიანები ნეგატიურ და ირაციონალურ თვისებებს რომ არ ავლენდნენ, საქართველოში 1,5-ჯერ ნაკლები ღარიბი გვეყოლებოდა და ამჟამინდელი 20%-იანი დონის ნაცვლად, სიღარიბის დონე არ იქნებოდა 12-13%-ზე მეტი.

– სტატისტიკურ სიმართლეს რომ გავუსწოროთ თვალი, 714 ათასი კაცი სახელმწიფომ აღიარა როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, რაც ნიშნავს, რომ ისინი დღეში დაახლოებით 5-6 ლარს ხარჯავენ არსებობისთვის. ჩვენისთანა მასშტაბის ქვეყნისთვის ეს ძალზე დიდი რიცხვია.

– ისევ სტატისტიკური პასუხი რომ გაგცეთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ჯერაც არ მიუღწევია ეკონომიკური განვითარებით საშუალო მსოფლიო დონისთვის. ჩვენთან მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალო მსოფლიო მაჩვენებლის 90%-ის დონეზეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ეკონომიკური განვითარების არასაკმარისი დონეა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჯერ არ შეგვიქმნია ისეთი პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში ბრენდული დატვირთვა და ფართო გამოყენება ექნებოდა. ლოკალური წარმატება გვაქვს, მაგრამ ეს არ კმარა. საქართველო რომ ეკონომიკური განვითარების დონით მოწინავე ქვეყნების რიგში არ არის, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი და მოწინავე, განვითარებული ქვეყნები პერიოდულ დახმარებას გვიწევენ. განწყობა და სტრატეგია აქეთ უნდა გვქონდეს, რომ რაც შეიძლება მალე გადავიდეთ მიმღებიდან დახმარების გამცემ სახელმწიფოზე.

– რას აკეთებს სახელმწიფო ღატაკი მოსახლეობისთვის? დაახლოებით თვეში 60 ლარით ეხმარება სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ოჯახის თითოეულ წევრს. 50-დან 100 ლარამდე იზრდება ასეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარება. თვიდან თვემდე არსებობისთვის ეს თანხა საკმარისია?

– სახელმწიფოს აქვს ორნაირი ამოცანა: უკვე არსებული რესურსების სამართლიანად განაწილება და როცა ე.წ. ტორტის მსურველთა რაოდენობა მეტია, უნდა ვიზრუნოთ უფრო დიდი ტორტის გამოცხობაზე და არა არსებულის უფრო პატარა ნაწილებად დაქუცმაცებაზე. ქვეყანა რაც უფრო განვითარებულია, იქ ღარიბთა დახმარების მასშტაბიც გაცილებით დიდია. სიღარიბე ქულათა სისტემით იზომება და ყველაზე ღატაკები ოჯახის ერთ სულზე 60 ლარს, ხოლო ყველაზე “შეძლებული” ღარიბები კი სულზე თვეში 30 ლარს იღებენ. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, როგორ უნდა იკმაროს ეს თანხა ადამიანმა თვიდან თვემდე არსებობისთვის. ამიტომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი. ერთი სამუშაო ადგილის ხელფასის სიდიდე 15-ჯერ აღემატება სახელმწიფოს დახმარებას სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის. ასეთ მცირე დახმარებას იმიტომ კი არ გასცემს სახელმწიფო, რომ ძუნწია, არამედ იმიტომ, რომ მეტი შესაძლებლობა და რესურსი არ გააჩნია.

საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ის რესურსი გაანაწილოს, რის მობილიზებასაც ახდენს გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით. 80-იანი წლების ბოლოს, მართალია, სხვა სისტემა იყო, მაგრამ პარალელი რომ გავავლოთ, მაშინ ყოველ 100 შინამეურნეობაზე 143 დაქირავებით დასაქმებული მოდიოდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს საშუალო ხელფასის სიდიდე გაცილებით მაღალია თავისი მსყიდველობითი უნარით, ვიდრე საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება. აშშ-ს რომ შევედაროთ, ყოველი 1000 კაციდან დაქირავებით დასაქმებულია 381, საქართველოში კი მხოლოდ 233. იქ უმუშევრობის დონე 6,1% იყო და 5,9%-მდე შემცირდა, საქართველოში კი თითქმის 22%-ია, თან გავითვალისწინოთ, რომ რამდენი დასაქმებულიც საქართველოში გვყავს, ერთი იმდენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის გასული. ისინიც რომ საქართველოში ყოფილიყვნენ, გამოდის, ჩვენი აქტიური სამუშაო ძალის მხოლოდ 40%-ის დასაქმების რესურსი აქვს სახელმწიფოს.

– მუდმივად იზრდება ფასები და მაგალითად, სოციალური შემწეობა, რომელიც შარშან გარკვეული პროდუქტის საყიდლად იყო საკმარისი, დღეს ამისთვისაც კი არ კმარა. უნდა გადახედოს თუ არა სახელმწიფომ სოციალური გასაცემლების ოდენობას და ფორმალურ საარსებო მინიმუმს მაინც მიუახლოოს?

– მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით მიღებულია, რომ ბოლო კრიტერიუმებით სიღარიბის ზღვრად ჩაითვალოს 1,90 დოლარი დღეში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. ახლანდელი კურსით ჩვენს შემთხვევაში დღეში 5-6 ლარი გამოდის. ესე იგი, საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს ამდენი ან უფრო ნაკლები ყოველდღიური ხარჯის შესაძლებლობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ძალზე მაღალია სოციალური უთანასწორობა ყველაზე მდიდრებსა და ყველაზე ღარიბებს შორის, რაც დოვლათის განაწილების სისტემის დაბალეფექტიანობაზე მეტყველებს – დაახლოებით 17-ჯერ ჩამორჩება ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის 10%-ის შემოსავალი ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10%-ის შემოსავალს. სახელმწიფოს ფუნქცია არა მარტო თამაშის წესების დადგენაა, არამედ სოციალური დატვირთვის გაძლიერება დაბალშემოსავლიანი და იმ ოჯახებისთვის, ვინც სახელმწიფოსგან პერიოდულ ან სისტემატურ დახმარებას საჭიროებს. ამ მიმართულებით მუშაობა მართლაც გასაძლიერებელია. ქვეყანა განვითარებულად და ცივილიზებულად ითვლება, თუ პროგრესიული საგადასახადო სისტემა აქვს – ანუ რაც მეტი შემოსავალი გაქვს, მით მაღალია საგადასახადო ტვირთი და ბიუჯეტშიც მეტს იხდი. მაგალითად, აშშ-ში 1944-48 წლებში ვისაც 100 ათას დოლარზე მეტი ჰქონდა შემოსავალი, დაახლოებით 94%-ით იბეგრებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ სხვა ფასები იყო და მაშინდელი 100 ათასი დღეს 8-ზე მაინც უნდა გავამრავლოთ. მაშინ კინომსახიობთა გილდიის ხელმძღვანელი რეიგანი იყო და თავის მსახიობებს ურჩევდა: წლის განმავლობაში ორზე მეტ ფილმში მონაწილეობას არ გირჩევთო, რადგან მესამე ფილმიდან თითქმის მთელი ჰონორარი სახელმწიფოს მიჰქონდა. სხვათა შორის, მაშინ მან პირობა დადო, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, გადასახადების შემცირებაზე იფიქრებდა და მართლაც, როცა რეიგანი პრეზიდენტი გახდა, უმაღლესი განაკვეთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პირებისთვის 72% იყო, ხოლო მისი პრეზიდენტობის მიწურულს თითქმის განახევრდა. ბუნებრივია, მეტი შემოსავლის დატოვების შემთხვევაში მეტი რესურსი რჩება ბიზნესის განვითარებისა და სამეწარმეო აქტიურობისთვის, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს, ხოლო რაც მაღალია დასაქმების მაჩვენებელი, მით ნაკლებია უმუშევრობა და სიღარიბე.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

დააკავეს პირი, რომელმაც ხაშურში 2 მამაკაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული...

დაწვრილებითDetails

ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.   შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.   არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის...

დაწვრილებითDetails

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა....

დაწვრილებითDetails

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"