რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე რამდენიმე საათია საცობია. მოქალაქეებს მოკლე მანძილის დასაფარად რამდენიმე საათი სჭირდებათ.
ინფორმაცია “საავტომობილო გზების დეპარტამენტმა” დაადასტურა.
როგორ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, გართულებულია მოძრაობა დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზის ნაწილზე. 28 აგვისტო ზაფხულის სეზონზე ბოლო დასვენების დღეა, საცობის მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ მოქალაქეები დედაქალაქში ბრუნდებიან.
21:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს, შესაბამისად, მანქანების ნაკადი შემცირდება. გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის ამ ნაწილიდან მანქანების გადამისამართების მიუხედავად, საცობის შესახებ შეტყობინებები მათ ცხელ ხაზზე მაინც შედის.










