ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის Pfizer-ით აცრის სურვილი 6000-მა ადამიანმა გამოთქვა.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4281 პირია აცრილი. შესაბამისად, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ. მოქალაქეებს Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებაც აქვთ.
ქვეყანაში AstraZeneca-თი ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, Pfizer-ით იმუნიზაცია კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.









