კინჩხას ჩანჩქერზე ბოლო 4 წლის განმავლობაში 55 719 ადამიანი ესტუმრა. როგორც “მეგა ტვ”-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აუწყეს აქედან 31 465 უცხოელი, 24 254 კი ქართველი ვიზიტორია.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში კინჩხას ჩანჩქერს ყველაზე მეტი, 22 130 ვიზიტორი 2019 წელს დაფიქსიდა, ყველაზე ცოტა 4 914 კი 2020 წელს, პანდემიის დროს.
რაც შეეხება ტოპ 5 ქვეყანას, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ესტუმრა კინჩხას ჩანჩქრეს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს სტატისტიკა ცვლებადია და სია ასე გამოიყურება: ლატვია, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, რუსეთი, ესტონეთი,გერმანია, ყაზახეთი, ბელარუსი და ემირატები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორამციის თანახმად, 4 წლის მონაცემების მიხედვით კინჩხას ჩანჩქერზე, ვიზიტორთა ტოპ 5 ქვეყნიდან რუსეთი 4 332 ტურისტით ლიდერობს. მეორე ადგილს იკავეს უკრაინა 4 296 ვიზიტორით, მესამე ადგილზეა ლატვია 3 270 ტურისტით, მეოთხე ადგილს იკავებს ბელარუსი 2 799 ადამიანით და მეხუთე ადგილზეა ისრაელი 2 587 სტუმრით.
2022 წელს კიჩხას ტოპ 5 ვიზიტორებს შორის პირველად მოხვდა ემირატები 721 ტურისტით.
კინჩხის ჩანჩქერი, ოკაცეს ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კინჩხაფერდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
რა ღირს კინჩხას ჩანჩქერის მონახულება:
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო;
- ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5 ლარი;
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანების – 9 ლარი.
საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა! - სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის – 15 ლარი;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი – უფასო;
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) – უფასო;










