ის შენთვისაა გენდერი და სექსუალური უმცირესობა, ვიღაცისთვის დედაა, და არის, ვიღაცის მამა, ვიღაცის შვილი, ვიღაცის ბიძაშვილია და იმას უყვარს ის როგორიც არის – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ მეგა ტვ”-ს ეთერში, გადაცემაში “მთავარი” განაცხადა. მისივე თქმით საქართველოში წლების საზოგადოება იაღოველების წინააღმდეგიც იყო:
“რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო იაღოველების თემა, დავსდევდით ჯოხებით, დავსდევდით ქვებით. ღებულობდნენ მეტ დაფინანსებას, იყო ყოველდღე მეტი პროპაგანდა ტელევიზიიდან, მერე სახელმწიფომ ადგა და სწორი თუ არასწორი მეთოდებით დაბლოკენ. რას ვღებულობთ ამით, დაანგრიეს იაღოველებმა ეს ქვეყანა?! მართლმადიდებლური ეკლესია დაინგა ამით? არაფერიც, ნაკლებ დაფინანსებას ღებულობენ, რადგან რეპრესიები არ აქვთ, ნაკლებად აქტიურობენ, ცხოვრობენ თავისთის, დაბუნჩულობენ.
მე ყველა ქართველი მენანება რაღაცისთვის, მაგრამ რას ვერჩით ახლა იმ ადამიანებს. რაცხა არ მგონია რომ საქართველო დაანგრიონ.
ისეა ახლა მაგ თემაც, ერთი მხარეც ფულს შოულობს და მეორე მხარეც ფულს შოულობს ამაში და მივჩერებივართ ამასობაში ელჩს როგორ ესროულებიან კვერცხს. ეს არის ტრაგედია. ახლა ერთმანეთს არა და უკვე ელჩებს დავერიეთ. ვინ შეგვარჩენს, რას შეგვარჩენს, რის იმედად ვართ, როგორ უნდა გადავრჩეთ, ფული თუ არ მოგვცეს, თუ არ გვასესხეს, კრედიტი თუ არ მოგცეს, ხელი არ შეგიწყვეს, დემოკრატიას ჩვენ ვერ ვახერხებთ, პარლამენტში კანონის მიღებას ჩვენ ვერ ვახერხებთ, დავჯდეთ და ველაპარაკოთ ერთჯმანეთს ვერ ვახერხებთ და ერთი ესენი დაგვრჩნენ სამომავლოდ და იქნება დაგვალაპარაკონ და იმგენსაც რომ გადავიმტერებთ რა იქნება, არაფერი. არ გაშუქდეს, არ იჭიდაონ ერთმანეთთან.
ერთი რამე მინდა ვთქვა, ის შენთვისაა გენდერი და სექსუალური უმცირესობა, ვიღაცისთვის დედაა, და არის, ვიღაცის მამა, ვიღაცის შვილი, ვიღაცის ბიძაშვილია და იმას უყვარს ის როგორიც არის და შენ რომ მიდიხარ და ურტყამ და ულაწუნებ ჯოხს, ჯვარს და თუ რამე ხელში მოგყვება, მე ვთვლი არასწორად. უნდა დავამთავროთ სიძულვილი, უნდა დავამთავროთ ცემა-ტყეპა.” – განაცხადა გოგი წულაიამ “მეგა ტვ”-ს ეთერში, გადაცემაში “მთავარი”.









