ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც:
6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323.
მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში – 483.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32.
1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692- თბილისში, 312 – აჭარაში.
37 738პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია39ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.